მენიუ

შეფასების სისტემის გზამკვლევი

სტუდენტის შეფასების სისტემის აღწერა:

სტუდენტის მიღწევები ფასდება 100-ქულიანი სისტემით.

სასწავლო კურსის საბოლოო შეფასების ქულა მიიღება შუალედური და დასკვნითი შეფასებების ქულათა შეკრებით.

შუალედური შეფასების ქულა - მიიღება პერიოდული (ყოველკვირეული ან ყოველორკვირეული) გამოკითხვის ქულის, პრეზენტაციის/რეფერატის/საკურსო პროექტის შეფასების ქულის და შუალედური გამოცდის ქულის შეკრებით და მაქსიმუმ 60 ქულას მოიცავს. დასკვნით გამოცდაზე დასაშვებად სავალდებულოა 20 ქულის მიღება.

  • პერიოდული (ყოველკვირეული ან ყოველორკვირეული) გამოკითხვა ჯამში ფასდება მაქსიმუმ 20 ქულით. 8 ქულის მიღება არის აუცილებელი ამ კომპონენტის ჩასაბარებლად.
  • პრეზენტაცია/რეფერატი/საკურსო ნაშრომი ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით. 4 ქულის მიღება არის აუცილებელი ამ კომპონენტის ჩასაბარებლად.
  • შუალედური გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 30 ქულით, 8 ქულის მიღება არის აუცილებელი გამოცდის ჩასაბარებლად. შუალედური გამოცდის გადაბარება არ ხდება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელთა შესახებაც ინდივიდუალური წესით შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება).

დასკვნითი შეფასების ქულა არის დასკვნითი გამოცდის შეფასების შედეგად მიღებული ქულა. დასკვნითი გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 40 ქულით, მინიმუმ 21 ქულის მიღება არის აუცილებელი გამოცდის ჩასაბარებლად. დასკვნითი გამოცდის ჩაბარება არის აუცილებელი. დასკვნითი გამოცდის გადაბარება შეიძლება უსასყიდლოდ, თუ შუალედური და დასკვნითი შეფასებების ქულათა ჯამი არის 41-50.

შეფასების სისტემა არსებითად არის დამოკიდებული სილაბუსზე. ამ დოკუმენტში განხილულია ერთ-ერთი ტიპური სილაბუსის შეფასების სისტემა.


ხშირად დასმული კითხვები:


შუალედური გამოცდა სავალდებულოა?

შუალედური გამოცდა არ არის სავალდებულო. ეს ნიშნავს, რომ შუალედური გამოცდის გარეშე თუ დააგროვებს სტუდენტი 20 ქულას, იგი იქნება დაშვებული დასკვნით გამოცდაზე.


შუალედურ გამოცდაზე 7 ქულას თუ მივიღებ გამინულდება?

დიახ. თუმცა, თუ სხვა კომპონენტებში შეძლებთ ჯამში 20 ქულის დაგროვებას, თქვენ დაიშვებით დასკვნით გამოცდაზე.


პრეზენტაციაზე მინიმუმ რამდენი ქულა უნდა ავიღო რომ არ გამინულდეს?

4 ქულა. თუ 3, ან უფრო ნაკლებ ქულას დააგროვებთ, ქულები გაგინულდებათ, თუმცა, თუ ქულები განულდა, მაგრამ სხვა კომპონენტებში შეძელით ჯამში 20 ქულის დაგროვება, თქვენ დაიშვებით დასკვნით გამოცდაზე.


მეცადინეობებზე დასწრება სავალდებულოა?

დასწრება არის ძალიან სასურველი. დასწრებაში ქულები არ იწერება, თუმცა ქულები იწერება ყოველ(ორ)კვირეულ გამოკითხვებში, პრეზენტაცია/რეფერატი/საკურსო პროექტის კომპონენტში, შუალედურ და დასკვნით გამოცდებში.


რას ნიშნავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი?

რომელიმე კომპონენტის „მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“ ნიშნავს ქულების მინიმალურ ოდენობას, რომელიც არის აუცილებელი ამ კომპონენტის ჩაბარებულად ჩასათვლელად. მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ქვემოთ მიღებული ქულები ავტომატურად ნულდება.


რას ნიშნავს სავალდებულო კომპონენტი?

„სავალდებულო კომპონენტი“ ნიშნავს კომპონენტს, რომლის ჩაბარებაც აუცილებელია სასწავლო კურსის დასაძლევად. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია/რეფერატი/საკურსო პროექტი, შუალედური გამოცდა და ყოველ(ორ)კვირეული შეფასებები არ წარმოადგნეს სავალდებულო კომპონენტებს.


დასკვნით გამოცდაზე გასასვლელად რამდენი ქულა უნდა მქოდეს?

დასკვნით გამოცდაზე გასასვლელად 20 ქულა მაინც უნდა გქონდეთ. თუ 20 ქულაზე ნაკლები გაქვთ, თქვენ არ დაიშვებით დასკვნით გამოცდაზე.


შუალედური გამოცდის გადაბარება ფასიანია?

შუალედური გამოცდის გადაბარება არ ხდება.


შუალედური გამოცდის გადაბარება შეიძლება?

არა - შუალედური გამოცდის გადაბარება არ ხდება.


შეიძლება თუ არა შუალედური გამოცდის სხვა დროს ჩაბარება?

ასეთი წესი არ არსებობს. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება მსჯელობა ამ საკითზე და მიიღება ინდივიდუალური გადაწყვეტილება.


უნივერსიტეტში რამდენჯერმე შეიცვალა შეფასების სისტემა, ეს დოკუმენტი უახლეს (ანუ ახლა მოქმედ) შეფასების სისტემას შეესაბამება?

შეფასების სისტემა, რომელსაც ეს დოკუმენტი აღწერს, მიღებულია 2017 წლის თებერვალში. გთხოვთ მიმართოთ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, იმისთვის, რომ დააზუსტოთ რომელ რიცხვში მიღებული სისტემა მოქმედებს ამჟამად. თუ ამჟამად მოქმედი შეფასების სისტემის დამტკიცების თარიღი არის სხვა, ესე იგი ეს ინსტრუქცია არ გამოგადგებათ და უნდა მოიძიოთ ახალი ინსტრუქცია. უნივერსიტეტი მუდმივად მოახდენს შეფასების სისტემის და სტუდენტთა მიღწევების ანალიზს და, სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შემდგომში კიდევ დახვეწს შეფასების სისტემას.


თუ შეიძლება დააკონკრეტეთ რას გულისხმობს „პრეზენტაცია/რეფერატი/საკურსო ნაშრომი“ ს კომპონენტი. ვისგან უნდა გავიგო დამატებითი ინფორმაცია?

„პრეზენტაცია/რეფერატი/საკურსო ნაშრომი“ გულისხმობს კომპონენტს, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება ქვიზების, სტანდარტული დავალებების და შუალედური და დასკვნითი გამოცდებისგან. ეს კომპონენტი არსებითად არის დამოკიდებული სასწავლო კურსზე. უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ამ კომპონენტის შესახებ მოგაწოდებენ შესაბამისი სასწავლო კურსის ლექტორები. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ნაშრომი ელექტრონული ფორმით განთავსდება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის პროგრამაში.


რა შემთხვევაში შემიძლია გადავაბარო დასკვნითი გამოცდა?

თუ დასკვნით გამოცდაზე მიიღეთ 21 ან მეტი ქულა, თუმცა ჯამურად 41-50 ქულა გამოგივიდათ. ასეთ დროს თქვენ შეგიძლიათ დასკვნითი გამოცდის გადაბარება დამატებითი საზღაურის გარეშე.

  • მაგალითი 1. შუალედურ გამოცდაზე მიიღეთ 9, პრეზენტაციაზე დაიმსახურეთ 5, ყოველ(ორ)კვირეულ გამოკითხვებში მიიღეთ 8. გახვედით გასკვნით გამოცდაზე და დააგროვეთ 22 ქულა (ანუ ჯამში 44 ქულა). თქვენ გაქვთ დასკვნითი გამოცდის უფასოდ გადაბარების უფლება.
  • მაგალითი 2. შუალედურ გამოცდაზე მიიღეთ 5 ქულა, რომელიც განულდა, პრეზენტაციაზე დაიმსახურეთ 7, ყოველ(ორ)კვირეულ გამოკითხვებში მიიღეთ 16. გახვედით გასკვნით გამოცდაზე (რადგან ჯამში 23 ქულა გქონდათ) და დააგროვეთ 22 ქულა (ანუ ჯამში 45 ქულა). თქვენ გაქვთ დასკვნითი გამოცდის უფასოდ გადაბარების უფლება.


თუ ვერ მივედი დასკვნით გამოცდაზე შეიძლება თუ არა მისი გადაბარება?

დიახ, გადაბარება შეიძლება. თუ 41 და მეტი ქულა გყავთ მაშინ გადაბარება იქნება უფასო, სხვა შემთხვევაში საფასური 50 ლარია.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა