მენიუ

სტიპენდიები

2021-22 სასწავლო წელს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიცემა: 

  1. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდია, რომელიც შეადგენს 150 ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
  2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია-II-ის სახელობის სტიპენდიის ოდენობა, რომელიც შედგენს 125 ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

სტიპენდიის მოპოვების წესი:

  • წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდიას მოიპოვებს უნივერსიტეტის მასშტაბით ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია-II-ის სახელობის სტიპენდიას მოიპოვებს პირი, რომელიც უნივერსიტეტის მასშტაბით აკადემიური მოსწრების რეიტინგში იქნება მეორე ადგილზე.
  • ერთი და იგივე შეფასების ქულათა საშუალო ჯამის მქონე სტუდენტთა შორის უპირატესობა ენიჭება იმ სტუდენტს, რომელიც უნივერსიტეტის სახელით უფრო მეტი საზოგადოებრივი აქტიურობით გამოირჩეოდა.
  • სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მხოლოდ ერთი სტიპენდიით. თუ სტუდენტმა მოიპოვა ორი სტიპენდია იგი მიიღებს იმ სტიპენდიას, რომლისთვისაც უფრო მეტი თანხაა გათვალისწინებული.

სტიპენდიის გაცემა:

  • სტიპენდიის მინიჭება ხდება ყოველი სასწავლო სემესტრის დაწყებისას
  • სტიპენდია გაიცემა მთელი მომდევნო სემესტრის განმავლობაში და არდადეგების პერიოდშიც მომავალი სემესტრის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, კერძოდ, გაზაფხულის სემესტრში მარტიდან-სექტემბრამდე, ხოლო შემოდგომის სემესტრში სექტემბრიდან-მარტამდე.
  • სტიპენდია გაიცემა ყოველთვიურად, სტიპენდიის პერიოდში სტიპენდიანტის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რექტორის ბრძანებით არ შეჩერდა/შეწყდა სტიპენდია.

სტიპენდიის შეჩერება და შეწყვეტა:

  1. სტიპენდიანტისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში მასზე ავტომატურად ჩერდება სტიპენდიის გაცემა, რომელიც აღდგება იმავე სემესტრში სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სტატუსის შეჩერების დღისთვის სტიპენდიის დარჩენილი ვადით.
  2. უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ან ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს სტიპენდიის გაცემა, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ატყობინებს სტუდენტს. სტიპენდიის გაცემა აღდგება შესაბამისი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.
  3. სტიპენდიის შეწყვეტის საფუძვლებია:
    • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
    • ლექცია/სემინარების სისტემატური გაცდენა, სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობა
    • უნივერსიტეტის შინაგანაწესის და ეთიკის კოდექსის დარღვევა
    • პირადი განცხადება
    • უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვა
  4. სტიპენდიის შეწყვეტის შესახებ სკოლის საბჭო შესაბამისი წარდგინებით მიმართავს უნივერსიტეტის რექტორს. სტიპენდიის გაცემა შეწყდება რექტორის ბრძანების გამოცემის მომდევნო თვიდან.

 

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა