მენიუ

სტუდენტური გზამკვლევი

აკადემიური კალენდარი


აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია

სასწავლო პროცესში ჩასართავად სტუდენტმა სემესტრულად უნდა გაიაროს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.

აკადემური რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (UMS ბაზაში) შეთავაზებულ კურსებზე არჩევანის გაკეთებას და დარეგისტრირებას.

აკადემიური რეგისტრაციის უფლება სტუდენტს ეძლევა ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდგომ;

უნივერსიტეტში სტუდენტების აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით აკადემიური კალენდრის შესაბამისად დადგენილ ვადებში;

სტუდენტს უფლება აქვს აკადემიური რეგისტრაციის გავლის მიზნით, მიმართოს შესაბამის სკოლას (კოორდინატორს), შეავსოს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი განაცხადი და სკოლის დასკვნასთან ერთად გადმოაგზავნოს UMS სისტემის მეშვეობით ან უნივერსიტეტის მეილებზე q.amirashvili@sangu.edu.ge; m_gelashvili@sangu.edu.ge; სასწავლო პროცესის დაწყებიდან სამი (3) კვირის ვადაში შესაძლებელია სასწავლო კურსებზე განაცხადის გაუქმება და მის ნაცვლად სხვა სასწავლო კურსზე დარეგისტრირება.

 

დამატებით სემესტრში/საგანზე დარეგისტრირება

სტუდენტს უფლება აქვს:

  1. დარეგისტრირდეს დამატებით სემესტრში გეგმიური ვადის (ბაკალავრიატზე - 8 სემესტრი; მაგსიტრატურაზე - 4 სემესტრი; დოქტორანტურაზე - 6 სემესტრი) ამოწურვის შემდეგ.
  2. დარეგისტრირდეს დამატებით საგანზე (იქნება ეს საგინის განმეორებით მოსმენა თუ ახალი საგნის დამატება).

აკადემიური რეგისტრაცია ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით აკადემიური კალენდრის შესაბამისად დადგენილ ვადებში და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად;

ორივე შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს აკადემიური რეგისტრაციის გავლის მიზნით, მიმართოს შესაბამის სკოლას (კოორდინატორს) დასკვნის მომზადების მიზნით, შეავსოს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი განაცხადი და სკოლის დასკვნასთან ერთად გადააგზავნოს UMS სისტემის მეშვეობით ან უნივერსიტეტის მეილებზე q.amirashvili@sangu.edu.ge; m_gelashvili@sangu.edu.ge;

სასწავლო პროცესის დაწყებიდან სამი (3) კვირის ვადაში შესაძლებელია სასწავლო კურსებზე განაცხადის გაუქმება და მის ნაცვლად სხვა სასწავლო კურსზე დარეგისტრირება

 

მობილობა/შიდა მობილობა

მობილობა - სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა

მობილობის უფლება აქვს სტუდენტს სწავლების 1 წლიანი პერიოდის დასრულების შემდგომ. (კრედიტების დაგროვება არ არის სავალდებულო).

მობილობის უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის აქტიური ან შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტი.

მობილობით სარგებლობის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე www.students.emis.ge; დადებითი პასუხის შემთხვევაში სტუდენტი წერილობითი განცხადებით მიმართავს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგენს მას პირადი საქმის ასლებს.

პირადი საქმის ასლებს სტუდენტი გამოითხოვს სკოლის შესაბამისი პროგრამის კოორდინატორისგან.

სტუდენტი გაეცნობა მიმღები უსდ-ს მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით ადასტურებს თანხმობას ან უარს მობილობაზე.

შიდა მობილობა - სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა უნივერსიტეტის შიგნით აკადემიური განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.

შიდა მობილობის უფლება სტუდენტს ეძლევა პირველი სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ;

შიდა მობილობის მსურველი სტუდენტი სასწავლო პროცესის მართვის პროგრამიდან
(UMS) წერს განცხადებას შიდა მობილობასთან დაკავშირებით.

 

სტუდენტთა უფლება/მოვალეობები

უნივერსიტეტიში არებობს მექანიზმები, რომლებიც იცავს სტუდენტების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. იხილავს სტუდენტების საჩივრებს.

სტუდენტს უფლება აქვს:

  1. შეიწყვიტოს ან შეიჩეროს სტუდენტის სტატუსი;
  2. მიიღოს კონსულტაცია უსდ-ს შესაბამისი პერსონალისგან;
  3. მიიღოს ხარისხიანი განათლება;
  4. მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
  5. თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
  6. საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში;
  7. თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
  8. თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
  9. ისარგებლოს მობილობის უფლებით;
  10. მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
  11. აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
  12. მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
  13. პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
  14. თვითდაფინანსების პირობებში გააუმჯობესოს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კომპონენტის ფარგლებში მიღებული როგორც უარყოფითი, ისე დადებითი შეფასება, შესაბამისი კომპონენტის განმეორებით გავლის გზით;
  15. საჩივრით მიმართოს უნივერსიტეტს აკადემიური/ადმინისტრაციული/მოწვეული პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებით (გამოცდაში მიღებული შეფასები გასაჩივრება და სხვა.)

სტუდენტი აკადემიური/ადმინისტრაციული/მოწვეული პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებით საჩივრით მიმართავს უნივერსიტეტის რექტორს. საჩივარი განსახილველად გადაეცემა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს საჩივარში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საქმის გარემოებების შესწავლას. უნივერსიტეტი უფლებამოსილია საკითხის სრულყოფილად და ობიექტურად შესწავლის მიზნით სტუდენტისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

 

სტატუსის აღდგენა/შეჩერება/შეწყვეტა

სტატუსის აღდგენა

  1. სწავლის დაწყებიდან სამი (3) კვირის განმავლობაში თუ მას არ გაუვლია აკადემიური რეგისტრაცია მიმდინარე სემესტრში.
  2. არაუგვიანეს ფინალური გამოცდების დაწყებამდე (აკადემიური კალენდრით განსაზღვრული თარიღის შესაბამისად) თუ მას მიმდინარე სემესტრში გავლილი ქონდა/აქვს აკადემიური რეგისტრაცია.

სტუდენტი სტატუსის აღდგენის მიზნით სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემიდან (UMS) წერს განცხადებას სტატუსის აღდგენის შესახებ.

სტატუსის შეჩერება

სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

  1. ადმინისტრაციული ან/და აკადემიური რეგისტრაციის დადგენილ ვადაში გაუვლელობა, ფინანსური დავალიანება;
  2. სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
  3. უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;
  4. ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა.
  5. სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);

2, 4, და 5 შემთხვევაში სტუდენტი, სასწავლო პროცესისი მართვის ელექტორნული სისტემიდან (UMS) წერს განცხადებას სტატუსის შეჩერების შესახებ.

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

  1. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის ვადაში სტატუსის აღუდგენლობა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;
  2. დაწესებულებისათვის ყალბი დოკუმენტის ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა, რომელმაც გავლენა იქონია ჩარიცხვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე;
  3. ეთიკის კოდექსით დადგენილი წესების დარღვევა, რომლის საფუძველზეც სტუდენტს, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ შეეფარდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;
  4. მობილობის წესით სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;
  5. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
  6. გარდაცვალება ან კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადება.
  7. პირადი განცხადება.

მიმაგრებული დოკუმენტები

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა