ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური

სამსახურის უფროსი: ასოც. პროფესორი პაატა გოგიშვილი

უფროსის მოადგილე: ლიკა გიორგაძე

უფროსი კოორდინატორი: ვაჟა ნებიერიძე

უფროსი კოორდინატორი: ლალი ყრუაშვილი

მთავარი კოორდინატორი:  თამარ ნაფეტვარიძე 

 

სამსახურის ფუნქციებია:

  • ხარისხის უზრუნველყოფის საუნივერსიტეტო პოლიტიკის შემუშავების კოორდინაცია;
  • ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სფეროში მიღწევების და მოწინავე პრაქტიკის შესწავლა;
  • საუნივერსიტეტო ხარისხის უზრუნველყოფის და მისი შეფასების მექანიზმების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
  • სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის და სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება;
  • სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი და საშუალოვადიანი გეგმების შემუშავების კოორდინაცია;
  • შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი და საშუალოვადიანი გეგმების შესრულების მონიტორინგი და ცვლილებების განხორციელების საჭიროების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
  • მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • მიზნობრივი ჯგუფების გამოკითხვის მიზნით კითხვარების შემუშავება, გამოკითხვის პროცესის ორგანიზება, მიღებული შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • დადგენილი წესის შესაბამისად უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგიის მომზადება;
  • უნივერსიტეტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი თვითშეფასების ანგარიშის, თვითშფასების კითხვარის, ანკეტა-კითხვარების, საგანმანათლებლო პროგრამების ანოტაციებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შევსება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით და შესაბამის ორგანოებში წარდგენა;
  • აკადემიური/მოწვეული/ადმინისტრაციული პერსონალისთვის მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზება საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასთან, უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • მონაწილეობა ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში სტრატეგიული განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებით განსაზღვრული სტანდარტების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • სტუდენტთა მიერ ათვისებული კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების ხელმძღვანელობა;
  • სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
  • უნივერსიტეტის ვებგვერდის უნივერსიტეტის მისიასთან, მიზნებთან და უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგის შექმნა და ვებგვერდზე მისი განთავსების უზრუნველყოფა;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  • დასახული მიზნების მისაღწევად, თანამშრომლობის დამყარება შესაბამის ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
  • უნივერსიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადების კოორდინაცია;
  • სტუდენტთა კონტიგენტის დაგეგმვის მეთოდოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებით დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
  • უნივერსიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა დოკუმენტებით/დებულებებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება

მიმაგრებული დოკუმენტები:

 ნორმატიული აქტები:

  საერთაშორისო დოკუმენტები: