ტარიელ ფუტკარაძე

განათლება:

  • შუბნის საშუალო სკოლა (1977);
  • ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1983); წარჩინებით (სტუდენტობის პერიოდში იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სტიპენდიანტი);
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა (1983-1986). საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “სახელის ფორმაწარმოების თავისებურებანი სამხრეთ-დასავლურ კილოთა მონაცემების მიხედვით” (1986); მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება (1987); შიფრი: 10.02.02;
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი: სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “თანამედროვე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა”; მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება (1998); შიფრი: 10.02.01.  

საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელობა:

  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2008 წლიდან დღემდე);
  • საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართული ფილოლოგია"  ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2011 წლიდან დღემდე); თანახელმძღვანელი პროფ. გ. ალიბეგაშვილი; 
  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის: "ენათმეცნიერება"  ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2011 წლიდან დღემდე); თანახელმძღვანელი პროფ. მ. ტაბიძე;
  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2011 წლიდან დღემდე).
  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2005 წლიდან დღემდე);
  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2005-2010 წლებში); (თანახელმძღვანელი პროფ. მ. ნაჭყებია);
  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2005-2010 წლებში); (თანახელმძღვანელი პროფ. მ. ნაჭყებია);

აკადემიური თანამდებობები და სამეცნიერო აქტივობები:

  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი 2011 წლიდან დღემდე; ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი 2011 წლიდან დღემდე; 
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარე;
  • ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (1993-2011); აღნიშნული უნივერსიტეტის პროფესორი 1999 წლიდან დღემდე; 
  • თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2000);
  • თსუ ახალციხის ფილიალის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქართული ენის კათედრის პირველი გამგე (1990);
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი (1983-1990); 
  • დიალექტოლოგთა, ეთნოლოგთა და ფოლკლორისტთა პერიოდული საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის: “ქუთაისური საუბრები” ორგანიზატორი 1995 წლიდან დღემდე (ჩატარდა 14 სიმპოზიუმი);
  • სამეცნიერო ჟურნალის: “ქართველური მემკვიდრეობა” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 1996 წლიდან დღემდე (გამოიცა 20 ტომი); 
  • სამეცნიერო ჟურნალის: "ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წელიწდეული" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2009 წლიდან დღემდე (გამოიცა 10 ტომი);
  • სამეცნიერო ჟურნალის: "ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2012 წლიდან დღემდე (გამოიცა 6 ტომი);
  • ქართულ-ინგლისურ-სპარსულენოვანი ჟურნალის: "სამეცნიერო აზრი" რედაქტორი (2012-2015 წლებში გამოიცა ორი ტომი);
  • ქართველთა დედაენის საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელი და ფონდის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (ფონდის თავმჯდომარე - ზაზა ბაღდავაძე);
  • “საქართველოს სახელმწიფო ენის საბჭოს" დამფუძნებელი (1996, ქუთაისი). 
  • საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის: “ქუჯი” დამფუძნებელი და რედაქტორი (1999-2001);
  • სამეცნიერო-პოპულარული გაზეთის: “ქართული!..”დამფუძნებელი და რედაქტორი (1998-2004); 
  • სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალის: "სვეტიცხოველი" სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-2014);
  • ამერიკაში გამომავალი გაზეთის: "ერთობა" სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-2010);
  • საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის EDUCATON "განათლება" ქსპერტთა საბჭოს წევრი (2009-2014);
  • ჟურნალის: ჯვარი ვაზისა სარედაქციო კოლეგიის წევრი (2012-2014).
  • სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის: “ქართველთა (ქართველური) ენა და კულტურა საზღვრებს გარეშე” დამფუძნებელი (2001);
  • სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის: “იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი”  დამფუძნებელი (2004);
  • “საქართველოს სამეურვეო საბჭოების ასოციაციის” დამფუძნებელი (2004); 
  • დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან არსებული საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2014-2017); 
  • საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2017 წლიდან დღემდე). 

პროფ. ტ. ფუტკარაძეს გამოქვეყნებული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები; სია იხ. ქვემოთ) და 300-მდე პუბლიცისტური წერილი. 
1984 წლიდან  დღემდე ხელმძღვანელობს დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს: აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერხევში, ტაოში; მისი ხელმძღვანელობით დღემდე განხორციელდა 29 დიალექტოლოგიური ექსპედიცია  (იხ.: ტ. ფუტკარაძე, "პროგრამა-ინსტრუქცია დიალექტოლოგიური (ეთნოლოგიური და ფოლკლორული ტექსტების მომძიებელთათვის", ქუთაისი, 1997, გვ. 1-46. ინგლისური ტექსტი: Programme-Instruction, for the collectors of dialectologic (ethnographic, folklore texst), Kutaisi, 1997, p. 47-60; "ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა"). 
პროფ. ტ. ფუტკარაძის რედაქტორობით გამოქვეყნებულია 60-მდე მონოგრაფია და სამეცნიერო კრებული/ჟურნალი (2018 წლის მომაცემებით). 2018 წლის მონაცემებით პროფ. ტ. ფუტკარაძის ხელმძღვანელობით შესრულდა/სრულდება 31 სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომი (სადოქტორო თემების დასახელებები იხ. ქვემოთ).

საერთაშორისო სერტიფიკატი:
"ოქსფორდ მენეჯმენტ კონსალტინგის" (Oxford Management Consultants) საერთაშორისო სერთიფიკატი  /მენეჯმენტი და ლიდერობა; ამ სერტიფიკატის მიხედვით უფლება მაქვს Oxford Management Consultants-ის სახელით ჩავატარო ტრენინგების ციკლი ზოგადი სათაურით: "გამოცდილებასა და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდები", რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: ლიდერის უნარ-ჩვევები, კომუნიკაციის თანამედროვე მენეჯმენტი (დისტანციური სწავლება და თანამშრომლობა), პიროვნული უნარ-ჩვევები და გუნდური მუშაობის პრინციპები, დროის მენეჯმენტი, დაგეგმვა და გადაწყვეტილების მიღება და სხვ.

ციტირების ინდექსი - 1000-ზე მეტი.

პოლიტიკური კარიერა და საზოგადოებრივი აქტიურობა:

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" (1990 წლიდან);  ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი);
  • ქ. ბათუმის პრეფექტი (1991); 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თემაზე საქართველოში ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ორგანიზატორი აჭარაში.
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მდივანი (1991); ამავე კომისიის თავმჯდომარე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დევნილობის ბოლო პერიოდში (1999 წლიდან). რუსეთის ფედერაციისაგან ორგანიზებული ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების (1991-92, დეკემბერ-იანვარი) შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას. 1992 წლიდან დღემდე დევნილი კანონიერი ხელისუფლების ლეგიტიმურობის შენარჩუნების მიზნით უარი აქვს ნათქვამი სადეპუტატო პენსიაზე (ე.წ. სადეპუტატო პენსიის აღებას არ აპირებს მანამ, სანამ სასამართლოს წესით არ შეფასდება 1991-93 წლების პუტჩი). 
  • საქართველოს ჰელსინკის კავშირი წევრი (1989 წლიდან).
  • საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შესწავლის მიზნით საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის განკარგულებით (#-174) 2004 წლის 21 თებერვალს შექმნილი სამმხრივი სახელმწიფო  კომისიის წევრი (კომისიის სხვა წევები: ერთი მხრივ - ი. მერაბიშვილი, ი. ოქრუაშვილი, ზ. ადეიშვილი, მეორე მხრივ - მ. არჩვაძე-გამსახურდია, ტ. ფუტკარაძე, მ. რაფავა, მესამე მხრივ, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები - მ. ტაბიძე, გ. ანდრიაძე).

მონოგრაფიები, წიგნები:

  • ქართული ზმნის სრული პარადიგმა (მომზადებულია გამოსაცემად);
  • ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები, თბ., 2019
  •  გამარჯვება "გლოვის ღელეში" /ილია ჭავჭავაძის "განდეგილის" ტექსტი და ქვეტექსტები/, თბ., 2013; Victory in The Vale of Tears /Text and Implications of the Hermit by Ilia Chavchavadze/, Tb., 2013
  • ტ. ფუტკარაძე, ქართველოლოგიის ორგვარი დაგეგმვა 1917-1935 წლებში, თბილისი, 2011. თანავტორი ი.ვაშაკიძე. გამომცემლობა „უნივერსალი“. Two Types of Planning of Kartvelology in 1917-1935 /Comparative Analysis of Positions of Ivane Javakhishvili and Nicholas Marr/, Tb., 2011; co-author Ia Vashakidze, Tbilisi,  2011
  • "ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ" და საქართველო", ქუთაისი, 2010; თანაავტორები: ე. დადიანი, რ. შეროზია; "European Charter for Regional or Minority Languages" and Georgia", Kutaisi, 2010; E.Dadiani, R. Serozia; http://www.scribd.com/doc/35702700/Tariel-Putkaradze-Eka-Dadiani-Revaz-Seroozia-2010
  • "ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ" და საქართველოში ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვის საკითხი, თბ., 2009. "უნივერსალი"; "European Charter for Regional or Minority Languages" and An Issue of Plannig Linguistic Policy in Georgia, Tb. 2009. http://www.scribd.com/doc/12621676/T-Putkaradze-European-Charter-for-Regional-or-Minority-Languages-and-An-Issue-of-Plannig-Linguistic-Policy-in-Georgia;
  • ქართველთა დედაენა და დიალექტები, ქუთაისი, 2008; "ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა"; The national language and the dialects of Kartvels (Georgians), Kutaisi, 2008 http://www.scribd.com/doc/8727375/T-Putkaradze-Kartvelta-Dedaena-Da-Dialeqtebi-2008; 
  • იმერხევის მეტყველი მიწა-წყალი (ქართულ და თურქულ ენებზე); ქუთაისი, 2007;  İMERHEVİ’NİN   KONUŞAN   TOPRAĞI (Satave, Agara, Bzata, Şoltishevi,İveti,İmphrevli, Koklieti, Manatba, Hohlevi, Maçhateti...); kutaisi, 2007;  Imerkhevi Speaking Land, kutaisi, 2007;
  • სათავე და პერსპექრივა ქართული სამწიგნობრო ენისა, 2006. The Origin of the Georgian Literary Language and its Prospects, Tbilisi, 2006; http://www.scribd.com/doc/11390384/The-Origin-of-the-Georgian-Literary-Language-and-its-Prospects
  • მესხეთიდან დეპორტირებულთა თვითაღქმა. გამომცემლობა `არტანუჯი", 2005; The Identity of Repatriates from Meskheti,  2005; "Artanuji" press http://www.scribd.com/doc/2158698/The-Identity-of-Repatriates-of-Meskheti;
  • ეთნოლინგვისტური ტერმინები და ევროპული ქარტია უმცირესობათა ენების შესახებ, 2005; "ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა";  Ethnolinguistic Terms and European Charter for Regional or Minority Languages, 2005; http://www.scribd.com/doc/2283927/Ethnolingustic-Terms-and-European-Charter-for-Regional-or-Minority-Languages-
  • ქართველები (ისტორიული საცხოვრისი, სამწიგნობრო ენა, დიალექტები, 2005, 624 გვ.;  ინგლ. 395-394 გვ.; თურქ. 395-492გვ.; The Georgians  The Kartvels (Historical Home, Mother Tongue Dialects); English version pg. 395-492; Turkish version pg. 331-394; გამომცემლობა "ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი"; Publishing house "Akaki Tsereteli State University"; http://www.scribd.com/doc/2158690/The-Georgians-the-Kartvels; http://www.scribd.com/doc/2158759/Kartveller-Gurculer
  • "ქება და დიდება ქართულისა ენისა", გვ. 1-131 (I თავი - ლილი ხევსურიანი, II-V თავები - ტარიელ ფუტკარაძე, საგალობელი - იოსებ კუჭუხიძე, თარგმანები - ზურაბ კიკნაძე, მხატვარი - ილია ჭრელაშვილი; ქუთაისი, 2000; “Kebai da Didebai Kartulisa Enisai” (The praise and  the fame of Georgian Language): I Chapter – Lili Khevsuriani, II-V Chapters- Tariel Putkaradze, Ecclesiastical canticles - Ioseb Kuchukhidze, Translations – Zurab Kiknadze, painter – Illia Chrelashvili; Published by the Institute of Manuscript of the Georgia Scientific Academy and  Kutaisi Dialectology Research Institute, Tbilisi 2000, pg. 1-131; http://www.scribd.com/doc/11462712/Kebay-da-Didebay-KarTvelTay-da-KarTvelTa-Enisay
  • აფსირტედან გამსახურდიამდე ანუ აწმყოს უდაბნოში, სტატიათა კრებული საქართ-ველოს უძველესი და უახლესი ისტორიის საკითხების შესახებ, გვ. 1-315; თბილისი, 1999; From Aphsirte to Gamsakhurdia or in the dessert of the present (collection of articles on the oldest and the newest history of Georgia), pg. 1-315, Tbilisi, 1999. 
  • თანამედროვე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა. სადოქტორო დისერტაცია, გვ. 1-253, თბილისი, 1998; Vowel system of modern Georgian Language (Doctoral Dissertation); 1998; ავტორეფერატი ქართულ ენაზე, გვ. 3-44; ავტორეფერატი ინგლისურ ენაზე: Vowel sistem of modern Georgian Language, გვ. 45-90, თბილისი, 1998;
  • “სახელის ფორმაწარმოების თავისებურებანი სამხრეთ-დასავლურ კილოთა მონაცემების მიხედვით” (1986); საკანდიდატო დისერტაცია, თბ., 1986 წელი (ავტორეფერატი რუსულ ენაზე).

სახელმძღვანელოები:

  • ქართველური დიალექტოლოგია (სალექციო კურსი). თბ., 2018. თანაავტორი: ეკა დადიანი; 
  • ქართული ენა (თეორიული და პრაქტიკული კურსი); 2015 წელს გამოქვეყნდა სალექციო კურსად; სახელმძღვანელო მომზადებულია გამოსაცემად. თანაავტორი: ია ვაშაკიძე;
  • ქართველოლოგიის შესავალი, თბ., 2014;
  • ქართული სამწიგნობრო ენის ფონეტიკა, თბ., 2014 (თანაავტორი მ. მიქაუტაძე); თბ., 2014;
  • თანამედროვე ქართული ენა (ნაკვეთი I, ფონეტიკის საკითხები), ქუთაისი, 2011, "ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა" (თანაავტორები: მ. ქაცარავა, მ. მიქაძე, ი. რუსაძე); "ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა"; 
  • qართული ენის ისტორია (თანაავტორები: ე. დადიანი, ჟ.ფეიქრიშვილი, მ. ქაცარავა...); ქუთაისი, 2006; The history of Georgian language, Co-authors: E. Dadiani, M. Mikadze, Zh. Peikrishvili, M. Kastarava. (Course Book for Undergraduate), Kutaisi, 2008;

მიმაგრებული დოკუმენტები: