უნივერსიტეტის მისია

უნივერსიტეტი დაფუძნებულია ჰუმანიზმისა და დემოკრატიის იდეალებზე, მოწოდებულია ხელი შეუწყოს ქართული კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების შექმნას;

უნივერსიტეტის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფოს განვითარებას ქართული საზოგადოების ინტელექტუალური, ზნეობრივი, კულტურული და ეკონომიკურ განვითარების გზით;

ხელი შეუწყოს პიროვნების პოტენციალის რეალიზებას, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების გზით; მოამზადოს უმაღლესი განათლების მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი პროფესიონალები;

სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და ინოვაციებისათვის სათანადო პირობების შექმნით, უზრუნველყოფით და განვითარებით, ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადების და გადამზადების გზით, ხელი შეუწყოს სახელმწიფოს კვლევითი ტრადიციების განვითარებას.