მენიუ

პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის წარდგენა

ქართულ უნივერსიტეტშ პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ახალი წიგნის "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორე ეგზარქოს ვლადიმირის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ" წარდგინება გაიმართა

2019 წლის 7 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ცნობილი იტორიკოსის და მწერლის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ახალი წიგნის "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორე ეგზარქოს ვლადიმირის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ" წარდგინება.

შეხვედრა გახსნა და წიგნის მეცნიერულ ღირებულებებზე ისაუბრა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.

წიგნის და მისი ავტორის მიერ გაწეულ შრომაზე ვრცლად ისაუბრეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორებმა ვახტანგ გურულმა, ტარიელ ფუტკარაძემ, ლევან ჯიქიამ, გვანცა ბურდულმა, გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, პროფესორებმა იოსებ ალიმბარაშვილმა, სოსო ჭუმბურიძემ.

დასასრულს წიგნის ავტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა საზოგადოებას მადლობა მოახსენა წიგნის ავ-კარგზე პირუთვნელი მსჯელობისათვის და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა