მენიუ

შეხვედრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ტადაჰარუ უეჰარამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "იაპონიის დიპლომატია"

15 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ტადაჰარუ უეჰარამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე ,,იაპონიის დიპლომატია’’.


შეხვედრა გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც შესავალ სიტყვაში ისაუბრა იაპონიისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობის შესახებ და იაპონიის ელჩს მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.


საჯარო ლექციისას იაპონიის ელჩმა ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ ისაუბრა იაპონიის საგარეო პოლიტიკის შესახებ, მის წარმატებებზე, გამოწვევებსა და მიზნებზე. იაპონიის ელჩმა განსაკუთრებულად დეტალურად ისაუბრა საქართველოსა და იაპონიის დიპლომატიურ ურთიერთობების ეტაპებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.


ლექციის ბოლოს ბატონმა ელჩმა უპასუხა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკითხვებს. 
 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა