მენიუ

პროფესორი ვალერი მოდებაძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

მიმდინარე წლის 20-21 აპრილს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვალერი მოდებაძე მიწვეულ იქნა სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერებების მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში.

მიმდინარე წლის 20-21 აპრილს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვალერი მოდებაძე მიწვეულ იქნა სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერებების მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში, როგორც კონფერენციის თავმჯდომარე და მთავარი მომხსენებელი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ პროფესორები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებიდან  და ევროპის ცნობილი  უნივერსიტეტებიდან.  
კონფერენციაზე პროფესორ ვალერი მოდებაძის მიერ წარდგენილი იქნა მოხსენება (სტატია) ინგლისურ ენაზე შემდეგი სათაურით:  „Challenges facing the European Union and the European integration process due to the refugee crisis and Brexit“. კონფერენციაზე წარდგენილი სტატიები გამოქვეყნდება  სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერებების ჟურნალში (Journal of Social Research and Behavioral Sciences)
საერთაშორისო კონფერენციაში შეტანილი წვლილისა და მონაწილეობისათვის პროფესორ ვალერი მოდებაძეს გადაეცა სერთიფიკატი.
კონფერენციის ორგანიზატორებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შემდეგი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართონ საქართველოს საპარტიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა