მენიუ

ოსლოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანდერს ლოვლი სტუმრად ქართულ უნივერსიტეტში

2019 წლის 31 მაისს, ქართულ უნივერსიტეტს, ასოცირებულ პროფესორ თამარ ლალიაშვილის ინიციატივით, ეწვია ოსლოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანდერს ლოვლი.

2019 წლის 31 მაისს, ქართულ უნივერსიტეტს, ასოცირებულ პროფესორ თამარ ლალიაშვილის ინიციატივით, ეწვია ოსლოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანდერს ლოვლი. სტუმარმა სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "სისხლისსამართლებრივი შეურაცხადობა: კონცეფცია და მტკიცებულება." მან ისაუბრა შეურაცხადობის დადგენის ქართულ და ნორვეგიულ გამოცდილებაზე და გააკეთა შედარებითი ანალიზი.

ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა ლევან ჯიქიამ მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციისათვის და უნივერსიტეტის სახელით სამახაოვრო საჩუქრები გადასცა. ქართული უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტებისათვის უცხოური გამოცდილების გაზიარებას და მომავალშიც გეგმავს მსგავს აქტივობებს.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა