მენიუ

საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების სტუდენტი ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე

2019 წლის 11-12 მაისს , ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი გაბრიჩიძე მონაწილეობდა ვესტმისტერის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

2019 წლის 11-12 მაისს , ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი გაბრიჩიძე მონაწილეობდა ვესტმისტერის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „Democratic Education Network-Westminster University 2019 LONDON“. გიორგი გაბრიჩიძის მოხსენება თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს როლს შეეხებოდა. მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. 

2018 წლის მაისში ქართულ უნივერსიტეტს სტუმრობდა დელეგაცია ვესტმისტერის უნივერსიტეტიდან პროფესორ Farhang Morady-ის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სტუდენტები. ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ და ქართული უნივერსიტეტის პროფესორებმა სტუმრებისთვის საჯარო ლექციები წაიკითხეს. პროფესორმა Farhang Morady-მ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები 2019 წლის მაისში ლონდონში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია.
 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა