მენიუ

EAGT საერთაშორისო კონფერენციაზე მიღწეული წარმატებების და სიახლეების პრეზენტაცია

8 ოქტომბერს, ქართულ უნივერსიტეტში შედგა პროფესორების დიმიტრი ნადირაშვილისა და თეა გოგოტიშვილის მიერ გეშტალტთერაპევტთა EAGT საერთშორისო კონფერენციაზე მიღწეული წარმატებების და სიახლეების პრეზენტაცია.

8 ოქტომბერს, ქართულ უნივერსიტეტში შედგა ფსიქოლოგიის დოქტორების, ევროპაში ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტების, პროფესორების დიმიტრი ნადირაშვილისა და თეა გოგოტიშვილის მიერ ბუდაპეშტში, გეშტალტთერაპევტთა EAGT საერთშორისო კონფერენციაზე მიღწეული წარმატებების და სიახლეების პრეზენტაცია.
 
2019 წლის 18-23 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა გეშტალტთერაპევტთა EAGT საერთშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს მოწინავე ფსიქოთერაპევტები ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 

ქართული უნივრტსიტეტის პროფესორებმა დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა, ბუდაპეშტის საერთაშორისო კონგრესზე თავიანთი საავტორო ლექცია-ვორქშოფი „კონფლიქტი "მე"-სა და ფონს შორის, სიმპტომები და პრევენცია (გულივერის კომპლექსის ფენომენი)“ წარმოადგინეს;  პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი EAGT სამეცნიერო კვლევით კომიტეტში აირჩიეს, ხოლო პროფესორი თეა გოგოტიშვილი ევროპაში აკრედიტებულ ინსტიტუტთა შორის  სამეცნიერო თანამშრომლობის კოორდინატორი გახდა.

ბუდაპეშტის საერთაშორისო კონფერენციაზე მიღწეული წამრატებები ქართული ფსიქოლოგიური სკოლის და  ქართული უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია. 
 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა