მენიუ

საველე ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობა

22 ოქტომბერს, ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალვრო პროგრამის პირველი და მესამე კურსის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსის "საქართველოს არქეოლოგია" ფარგლებში მოეწყო გასვლითი, საველე ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობა

22 ოქტომბერს, ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალვრო პროგრამის პირველი და მესამე კურსის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსის "საქართველოს არქეოლოგია" ფარგლებში მოეწყო გასვლითი, საველე ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობა (ლექტორი - არქეოლოგიის დოქტორი ნიკოლოზ მურღულია). საველე ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს შიდა ქართლის ძეგლები: წილკანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, ძალისის ანტიკური ხანის ნაქალაქარი, სამთავისის ტაძარი, გორის ციხე და უფლისციხის კომპლექსი. ძეგლების ვიზიტის დროს სტუდენტები გაეცნენ რომაულ სამშენებლო ტექნოლოგიებსა და ქალაქგეგმარების საკითხებს, ქრისტიანული ხუროთმოძღვრების განვითარების ეტაპებს, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო სისტემებს, ასევე, უშუალოდ ძეგლებზე გაეცნენ სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ფენების გამიჯვნის ნიუანსებსა და წესებს.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა