მენიუ

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან

ქართული უნივერსიტეტში ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის, პროფესორ ლევან ქისტაურის ორგანიზებით გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.

ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის, პროფესორ ლევან ქისტაურის ორგანიზებით, ქართულ უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ბატონი გელა წიკლაურის მიერ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს: სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის - საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის.
მემორანდუმი შეეხება საჯარო აუდიტის დარგში სასწავლო პროგრამებს და ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის განხორციელებას, რომლის მიზანია სტუდენტებსა და თანამშრომლებს შესთავაზოს საჯარო აუდიტის დარგში საგანმანათლებლო შესაძლებლობები მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღების და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით. 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ბატონმა გელა წიკლაურმა ისაუბრა საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის შესახებ და აღნიშნა, რომ მემორანდუმის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის დაწესებულია მომსახურების სპეციალური, შეღავათიანი საფასური.
 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა