მენიუ

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

23 აპრილს, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ტრადიციულად, გაიმართა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, ამჯერად ონლაინ რეჟიმში.

23 აპრილს, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ტრადიციულად, გაიმართა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, ამჯერად ონლაინ რეჟიმში. კონფერენცია გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა დიდი ივანეს ღვაწლზე საქართველოს ისტორიისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის პირუთვნელად შესწავლის საქმეში.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; ქართული უნივერსიტეტის პროფესორები: ვახტანგ გურული, ტარიელ ფუტკარაძე, ლევან ჯიქია, ლევან ბებურიშვილი, ჯაბა მესხიშვილი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერიტეტის პროფესორი ოთარ ჯანელიძე; ისტორიის დოქტორი ირაკლი ლორთქიფანიძე.

კონფერენციას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა