მენიუ

წმიდა ანდრია პირველწოდებულისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

12 მაისს ქართულ უნივერსიტეტში, ტრადიციისამებრ, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას მიეძღვნა.

12 მაისს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ქართულ უნივერსიტეტში, ტრადიციისამებრ, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას მიეძღვნა. კონფერენცია ამჯერად ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ დღის მნიშვნელობას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა და სრულიად საქართველოსთვის. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი ლევან ჯიქია, პროფესორი გვანცა ბურდული, პროფესორი ბესიკ გაფრინდაშვილი, ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე. კონფერენციას ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა