მენიუ

გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას

მსოფლიოში განვითარებული პანდემიის ფონზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს, ისევე როგორც ქვეყნის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციურ სწავლებაზე მოუწია გადასვლა.

მსოფლიოში განვითარებული პანდემიის ფონზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს, ისევე როგორც ქვეყნის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციურ სწავლებაზე მოუწია გადასვლა. ამ გამოწვევას მომზადებული შეხვდა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ელექტრონული რესურსების რეგულირების, საგამოცდო და სასწავლო სამსახურები. ბუნებრივია იყო სირთულეებიც, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრი წარმატებით დასრულდა.

უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციას ვულოცავთ სასწავლო წლის დასრულებას და მადლობას მოვახსენებთ გამოჩენილი ძალისხმევისათვის...

ახლა უნივერსიტეტი აქტიურად ემზადება 2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევებისათვის.

მშვიდობას, ჯანმრთელობას, შინაარსიან დასვენებას გისურვებთ მეგობრებო.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა