მენიუ

შეხვედრა საპატრიარქოს სკოლების წარმომადგენლებთან

ქართული უნივესიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საპატრიარქოს სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა

2021 წლის 18 თებერვალს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ საგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.


ქართული უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობს აღნიშნულ სკოლებთან. შეხვედრის მიზანი, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება იყო.


ბატონმა რექტორმა შეხვედრაზე განიხილა ყველა ის კომპონენტი, რომელთა განხორციელება ქართული უნივერსიტეტისთვის სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან ერთად იქნება შესაძლებელი.


დასასრულს გაიმართა დისკუსია და გამოითქვა უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ორმხრივი მზაობის სურვილი.
 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა