მენიუ

საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის აღმოჩენის რეკომენდაციების შესახებ

21 მაისს, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

2021 წლის 21 მაისს, 14:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს განხილული იყო, პლაგიატის არსი, პლაგიატის არიდების ხერხები და უნივერსიტეტში დანერგილი პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა და ამავე სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დამენიამ. 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა