მენიუ

შეხვედრა პირველკურსელებთან

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანატის ორგანიზებით, 20 სექტემბერს გაიმართა დეკანატის თანამშრომელთა და პროგრამის ხელმძღვანელთა ონლაინ შეხვედრა პირველკურსელებთან

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანატის ორგანიზებით, 20 სექტემბერს გაიმართა დეკანატის თანამშრომელთა და პროგრამის ხელმძღვანელთა ონლაინ შეხვედრა პირველკურსელებთან.

აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ქართული უნივერსიტეტის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანისთვის, ისაუბრა როგორც უნივერსიტეტის, ისე სკოლის სამომავლო პერსპექტივების, საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ, გააცნო მათ პროგრამის ხელმძღვანელები, მიმართულების კოორდინატორები.

სტუდენტებს ასევე მიესალმნენ, მიულოცეს ქართულ უნივერსიტეტში ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება, უსურვეს მომავალი წარმატებები და ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ პროფესორებმა ნინო დამენიამ, კობა გელაშვილმა და ნიკო კვარაცხელიამ.

შეხვედრა საკმაოდ სასიამოვნო და აქტიურ ვითარებაში წარიმართა, დაისვა შეკითხვები, რომლებზეც პასუხი გასცეს როგორც პროგრამის ხელმძღვანელებმა, ასევე კოორდინატორებმა ნინო ქორჩილავამ, ლია მეტონიძემ და თინა გოროზიამ.

ონლაინ აუდიტორია კმაყოფილი დარჩა, სტუდენტებმა მადლობა გადაიხადეს საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისათვის.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა