მენიუ

პირველ და მეორე კურსის სტუდენტების საყურადღებოდ

11 ოქტომბრიდან საბაკალავრო და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამების I და II კურსელებისათვის სასწავლო პროცესი განახლდება შერეული ფორმით და სტუდენტებს საშუალება გექნებათ, მეცადინეობების ნაწილს დაესწროთ აუდიტორიებში.

ძვირფასო სტუდენტებო,

გაცნობებთ, რომ გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, 11 ოქტომბრიდან, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (საბაკალავრო-სამაგისტრო) პროგრამების პირველი და მეორე კურსელთათვის სრულად, საუნივერისტეტო სივრცეში განახლდება.

სტუდენტებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ აუდიტორიაში გამოცხადებას, ექნებათ მეცადინეობებზე დისტანციურად ჩართვის საშუალება.

იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ მეხუთე ან უფრო მაღალ სემესტრში და გადიან პირველი/მეორე კურსის საგნებს, შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ შესაბამის საგნებში აირჩიონ მათთვის სასურველი სწავლების ფორმა. დარჩენილ საგნებში სწავლა გაგრძელდება დისტანციურად.

ასევე დაგიკავშირდებათ თქვენი პროგრამის კოორდინატორი, რომელიც მოგაწვდით დამატებით დეტალურ ინფორმაციას.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მესამე და მეოთხე კურსის, ასევე სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის, ამ ეტაპზე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება დისტანციურად.

გელოდებით SANGU-ში.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა