მენიუ

გამოცხადდა უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსი

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია ,,Stipendium Hungaricum” დაწესდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების - „Stipendium Hungaricum 2022-2023’’ - კონკურსი გამოაცხადა. ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან, საქართველოში უნგრეთის საელჩოსთან ერთად ახორციელებს. დღემდე პროგრამით საქართველოს 300-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია ,,Stipendium Hungaricum” დაწესდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული. საქართველოში პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

კონკურსით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა ელექტრონული განაცხადები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ვადებში:

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე - 15 ნოემბერი, 2021 – 15 იანვარი, 2022, უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე - 16 ნოემბერი, 2021 – 15 იანვარი, 2022 უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.

კონკურსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ვადები და ეტაპები დეტალურად განთავსებულია: https://stipendiumhungaricum.hu/apply/

ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის, ასევე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

• ბაკალავრიატი - არაუმეტეს 30,
• მაგისტრატურა - არაუმეტეს 30,
• დოქტორანტურა - არაუმეტეს 10,
• ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – არაუმეტეს 5.
• 3-10 თვის ხანგრძლივობის ტრენინგ კურსები - 5.

დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, სამედიცინო დაზღვევისა და საცხოვრებელ ხარჯებს სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.

გააზიარე

შეთავაზება SANGU-ს კურსდამთავრებულებს

თუ საბაკალავრო საფეხური SANGU-ში დაამთავრე და ახლა სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავ სწავლის გაგრძელებას, ეს შეთავაზება შენთვისაა
Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა