მენიუ

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა)

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების მაგისტრი (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებელი)
პროგრამის კოდი: 1450108
წლიური გადასახადი: 2250 ₾
მისაღები ადგილების რაოდენობა: 70
სწავლების ენა: ქართული
ჩასაბარებელი გამოცდები


პროგრამის ხელმძღვანელი:

  • ზურაბ ბერია, ფიზიკის დოქტორი, პროფესორი
  • მაია ხეჩიკაშვილი, გეოგრაფიის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი


პროგრამაზე ჩარიცხვის წესი:

საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს.

სტრუქტურა და სწავლის ხანგრძლივობა:
პროგრამაზე სწავლის სტანდარტული ხანგრძლივობაა 5 წელი. განათლების მაგისტრი (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებელი) კვალიფიკაციის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 300 ECTS კრედიტი.
პროგრამაში შედის:

  • 30 კრედიტის მოცულობით უცხო ენა (ინგლისური ენა), რომლის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე B2 დონეზე (სტუდენტს, რომელსაც არ დასჭირდება უცხო ენაში 30 კრედიტი B2 დონის მისაღწევად, გამოთავისუფლებული კრედიტებით შეუძლია აირჩიოს არჩევითი ბლოკებიდან სასურველი სასწავლო კურსები);
  • 54 კრედიტის მოცულობის სავალდებულო და არჩევითი საგნები გეოგრაფიაში, რომელიც უზრუნველყოფს გეოგრაფიის მიმართულებით კომპლექსური ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტის მომზადებას;
  • 60 კრედიტის მოცულობის სავალდებულო და არჩევითი საგნები ისტორიაში, რომელიც ორიენტირებულია საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის საკვანძო საკითხებზე, რაც იძლევა საფუძველს მომზადდეს ანალიტიკურად მოაზროვნე სპეციალისტი ისტორიაში;
  • 36 კრედიტის მოცულობის სავალდებულო და არჩევითი საგნები მოქალაქეობაში, რომელიც კურსდამთავრებულს შესაძლებლობას აძლევს გაიაზროს ლიბერალურ დემოკრატიებში მთავრობისა და ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესი, შეძლოს ადვოკატირება საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, განსაზღვროს საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი შესაძლებლობები, ადგილი და მნიშვნელობა;
  • მასწავლებლის მომზადების მოდული (პედაგოგიკა), ასევე სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდული - 120 კრედიტი, რომელიც უზრუნველყოფს პედაგოგიკის მიმართულებით სტუდენტებისათვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემას.

პროგრამაში არსებული არჩევითი საგნები ისტორიის, გეოგრაფიის, მოქალაქეობისა და პედაგოგიკის ბლოკიდან სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, გაიღრმავოს ცოდნა მისთვის სასურველი მიმართულებით;


პროგრამის მიზანი:

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს განათლების მაგისტრი (ისტორია- გეოგრაფია-მოქალაქეობის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებელი), რომელიც სამომავლო წარმატებული პროფესიული განვითარებისათვის, აღჭურვილი იქნება შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილებით და ამასთან, დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო კომპეტენციებით. საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს, სტუდენტს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომლის საფუძველზე სტუდენტს შეეძლება:

  • საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საბაზო და საშუალო საფეხურზე ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის საგნების სწავლება;
  • მოსწავლეს განუვითაროს ისტორიული (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) პროცესების ანალიზისა და მათი თანამედროვეობასთან შედარების უნარი, ასევე ისტორიული პიროვნებებისა და მოვლენების მრავალმხრივად შეფასების უნარი;
  • დაეხმაროს მოსწავლეს ისტორიული ეპოქების აღქმასა და მათი მახასიათებლების ერთმანეთთან და თანამედროვეობასთან შედარებაში;
  • მოსწავლეს შესძინოს ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის დარგობრივი ენით საქმიანობის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • გამოუმუშავოს მოსწავლეს გეოგრაფიული კვლევის კარტოგრაფიული მასალის გამოყენებისა და ანალიზის უნარი;
  • გამოუმუშავოს მოსწავლეს გეოგრაფიული კანონზომიერებების, გეოგრაფიული ობიექტების, მოვლენებისა და პროცესების სივრცე-დროით ჭრილში გაანალიზების უნარი;
  • მოსწავლემ შეძლოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და პროცესების ამოცნობა და მრავალმხრივი გაანალიზება; საზოგადოებრივი, რელიგიური, საგანმანათლებლო, სამართლებრივი, სახელმწიფო და ეკონომიკური ინსტიტუტების ფუნქციებისა და მნიშვნელობის გაანალიზება;
  • სკოლაში სასწავლო პროცესის დაგეგმვა, სწავლებისა და შეფასების ინტერაქტიური მიდგომების გამოყენება;
  • მოსწავლესთან/მშობელთან/კოლეგასთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • გაკვეთილზე მოსწავლეთა (მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლეთა) სასწავლო მოტივაციის ამაღლება;
  • ინტეგრირებული და ინტერდისციპლინური სწავლება სკოლაში;
  • მოსწავლეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ, ჰუმანურ, თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.

 

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა