ვახტანგ გურული » ქართული უნივერსიტეტი
ვახტანგ გურული

დაიბადა 1953 წლის 2 იანვარს, საქართველოში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარაში.

1961-1970 წწ. - ქალაქ ზესტაფონის N4 საშუალო სკოლა.

1971-1976 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1976-1980 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1980 წ. - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1981-1984 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი.

1984-1997 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.

1985 წ. - დოცენტის სამეცნიერო წოდება.

1997 წ. - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1998-2005 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

1997-2009 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

1999 წ. - პროფესორის სამეცნიერო წოდება.

2009 წლიდან დღემდე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ჰუმენიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი.

წაკითხული სალექციო კურსები - ”საქართველოსახალიისტორია (1801-1918 წწ.)”, ”საქართველოსუახლესიისტორია (1918-2015 წწ.)”, ”საქართველოსახალიდაუახლესიისტორიის  (XIX-XXI საუკუნეები) წყაროთმცოდნეობა”, ”საქართველოსახალიდაუახლესიისტორიის  (XIX-XXI საუკუნეები) ისტორიოგრაფია”, ”საქართველოდაგარესამყარო (XIX-XXI საუკუნეები)”.

სამეცნიერო კვლევითი მუშაობის მიმართულებები - საქართველოსახალიისტორია (1801-1918 წწ.), საქართველოსუახლესიისტორია (1918 წლიდან), საქართველოსახალიისტორიისწყაროთმცოდნეობა, საქართველოსახალიისტორიისისტორიოგრაფია, საქართველოსუახლესიისტორიისწყაროთმცოდნეობა, საქართველოსუახლესიისტორიისისტორიოგრაფია, საქართველოსსამოციქულომართლმადიდებელიეკლესიისისტორია (XIX-XX საუკუნეები), ქართულიდიპლომატიისისტორია (XIX-XX საუკუნეები), უახლესიქართულილიტერატურისისტორია (ლიტერატურათმცოდნეობა).

სამეცნიერო ნაშრომები - ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ, სომხურდააზერბაიჯანულენებზე 550-ზემეტინაშრომი (მათშორის: მონოგრაფია - 38, დოკუმენტებისადამასალებისპუბლიკაცია - 70, სტატიები - 221, საშუალოსკოლისადასაუნივერსიტეტოსახელმძღვანელოები - 31  დასხვ).

ელ. ფოსტა: vachuschti@yahoo.com; v.guruli@sangu.edu.ge

ძირითადი ნაშრომები:

(შენიშვნა: პროფესორ ვახტანგ გურულის შრომების სრული სია იხ.: ვახტანგ გურული. ბიბლიოგრაფია. თბილისი. 2011)

პროფ. ვახტანგ გურულის წიგნებისა და სტატიების ელექტრონული ვერსია:

სამეცნიერო პუბლიკაციები (ვრცლად) 

 

  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები:

 

 

ვიდეო ლექციები:

ლექცია #2. პროფესორი ვახტანგ გურული. ლექციის თემა: „საქართველო და გარე სამყარო“. ლექციაში საუბარია XVI-XX საუკუნეებში საქართველოს ისტორიული ტერიტორიების გადანაწილებისათვის ირანის, ოსმალეთისა და რუსეთის დაპირისპირებაზე. საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ხელში ჩაგდებისათვის სამ იმპერიას შორის საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა ომები, ომების შედეგები აისახებოდა ზავებში. ოსმალეთსა და ირანს შორის საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გადანაწილება პირველად ამასიის ზავით (1555 წ.) დაკანონდა. ამასიის ზავს XVI-XVII საუკუნეებში კიდევ რამდენიმე ზავი მოჰყვა. 1700 წლიდან საქართველოს ისტორიული ტერიტორიისათვის ბრძოლაში ჩაება რუსეთი. რუსეთ-ირან-ოსმალეთის დაპირისპირება გაგრძელდა ორ საუკუნეზე მეტხანს. საბჭოთა რუსეთმა და ოსმალეთმა საქართველოს ისტორიული ტერიტორია ბოლოს 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით გადაინაწილეს.

ნაწილი #1

ნაწილი #2

 

ლექცია #13. პროფესორი ვახტანგ გურული. ლექციის თემა: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს“. ლექციაში საუბარია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მომზადებაზე, საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოღვაწეობაზე 1917 წლის გაზაფხულიდან 1918 წლის 26 მაისამდე. ყურადღება გამახვილებულია ტრაპიზონის კონფერენციაზე, ბათუმის კონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1918 წლის 14 მაისის, 16 მაისის, 17 მაისისა და 25 მაისის სხდომებზე. საგანგებო ადგილი ეთმობა საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 26 მაისის სხდომას; საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 

 

ლექცია #17. პროფესორი ვახტანგ გურული. ლექციის თემა: „ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია 1724-1801 წლებში“. ლექცია ეძღვნება ქართლ-კახეთის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შემუშავებასა და განხორციელებას 1724 წლიდან რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობამდე. კახეთის სამეფო სახლის წარმომადგენლები თეიმურაზ ერეკლეს ძე (მომავალი მეფე თეიმურაზ II) და მისი ვაჟი ერეკლე (მომავალი მეფე ერეკლე II) ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის პრორუსული საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის მარცხის შემდეგ, 1735 წლიდან, დაადგნენ პროირანულ ორიენტაციას, რომელსაც წარმატებით ახორციელებდნენ 30 წლის განმავლობაში. პროირანული ორიენტაცია ერეკლე II-მ 1768 წელს დაწყებული რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ შეცვალა - ქართლ-კახეთის სამეფო ომში რუსეთის მოკავშირე გახდა. პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა 1783 წელს დასრულდა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლით და საბოლოოდ რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობით. 

 

ლექცია #22: პროფესორი ვახტანგ გურული. ლექცის თემა: „ილია ჭავჭავაძე (ნააზრევისა და ნაღვაწის შეფასებისათვის)“. ლექციის შესავალ ნაწილში დახასიათებულია ილიამდელ საქართველოში შექმნილი მძიმე ვითარება (სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი, ეკლესიური აზროვნების შესუსტება, სწავლა-განათლების კერების მოშლა, კუთხურობისა და კლანურობის გაძლიერება). ლექციის ძირითადი ნაწილი ეთმობა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას ქართველობისა და საქართველოს გადასაჩენად, ყურადღება გამახვილებულია ეროვნული მოძრაობის პროგრამასა და მისი განხორციელების გზებზე, განხილულია ილია ჭავჭავაძის ის პუბლიცისტური წერილები, რომლებშიც ილია აყალიბებს ეროვნული მოძრაობის სამოქმედო პროგრამას და მსჯელობს მისი განხორციელების გზებზე.

 

ლექცია #23; პროფესორი ვახტანგ გურული, ლექციის თემა: ეროვნული მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში. (ნაწილი I). ლექციის პირველ ნაწილში დახასიათებულია ეროვნული მოძრაობის საწყისი პერიოდი. კონკრეტულად წარმოდგენილია შემდეგი საკითხები: 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა კახეთში, 1804 წლის აჯანყება ქართლის მთიანეთში, 1812 წლის აჯანყება კახეთში, 1819-1820 წლების აჯანყება იმერეთში, 1832 წლის შეთქმულება.

 

ლექცია #23; პროფესორი ვახტანგ გურული, ლექციის თემა: ეროვნული მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში. (ნაწილი II). მეორე ლექციაში წარმოდგენილია საკითხები: XIX საუკუნის 60-90-იანი წლების ეროვნული მოძრაობა, წინააღმდეგობანი ეროვნული მოძრაობის შიგნით, ილია ჭავჭავაძის პოლიტიკური მემკვიდრის პრობლემა, ეროვნული მოძრაობის საშლა ცალკეულ მიმდინარეობებად, ეროვნული მოძრაობის მონაპოვარი.

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები