მინდია უგრეხელიძე » ქართული უნივერსიტეტი
მინდია უგრეხელიძე

დაიბადა 1942 წლის 19 მაისს, ქუთაისში;

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით; 1963 წ.;
  • უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, 1963-1976 წწ;
  • მეცნიერებისა და სასწავლებლების განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა  1983-1986  წწ;
  • თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორია 1986-1988წწ;
  • გაზეთ  ”ახალი საქართველოს” მთავარი რედაქტორია 1988-1990 წწ (ადრე იწოდებოდა - გაზეთი ”კომუნისტი”);
  • საქართველოს უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) წევრად აირჩიეს 1990 წ.;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ  აირჩიეს 1990 წ;
  • სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მართლმსაჯულების ქვეკომისიას სათავეში ჩაუდგა 1993წ.;
  • სასამართლო რეფორმების სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარე გახდა 1994წ.;
  • საქართველოს სისხლის სამართლის ახალი კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარეობა  დაეკისრა 1995 წ.;
  • რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მოდელის შექმნაში მონაწილეობდა 1995 წ.;
  • მაქს-პლანკის სახელობის ” უცხოური და საერთაშორისო სისხლის სამართლის ფრაიბურგის ინსტიტუტის”  პროგრამით  ექვსთვიანი კვლევითი პროექტი  განახორციელა ქ.ფრაიბურგში (გფრ) 1995წ.;
  • სათავეში ჩაუდგა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სასამართლოს კათედრას 1996 წ.;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩამოაყალიბა და ორგანიზაციულად დააფუძნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 1997წ.;
  • რეგულარულად მონაწილეობდა უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ტრადიციულ ყოველწლიურ კონფერენციებში 1993-1999, 2001, 2003, 2006-2007 წლებში;
  • მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია 1974წ.;
  • მიკუთვნებული აქვს უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლის წოდება 1991წ.;
  • იყო ქართული ენციკლოპედიის საგამომცემლო საბჭოს წევრი (1994წ.);
  • ოსტინის (1991), ჰიუსტონის (1991) და პასადენას(1996) საპატიო მოქალაქეა.
  • მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს 1999წ.;
  • საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრია 2009 წლიდან;
  • ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტია 2009წ.-დან.

ელ. ფოსტა: mindia.ugrekhelidze@gmail.com

 

შრომითი გამოცდილება:

ა) ზოგადსამართლებრივი სამეცნიერო, პედაგოგიური და საგამომცემლო ასპექტები:

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი (1963-1974);
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1973-1976);
  • სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კათედრის ლექტორი (დოცენტი) ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1976-1999);
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სამართლის კათედრის გამგე (1974-1976);
  • რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მოდელის შემუშავება და წიგნად გამოცემაში საავტორო მონაწილეობა (1985-1987);
  • სამეცნიერო კვლევები მაქს-პლანკის სახელობის უცხოური და საერთაშორისო სისხლის სამართლის ფრაიბურგის ინსტიტუტში (გერმანია), 1995 წელი;
  • სისხლის სამართლის XV საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობა. რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია (1994);
  • კორუფციის საწინააღმდეგო სამართლებრივ ღონისძიებათა საერთაშორისო კონფერენცია რომში, იტალია (1996);
  • ლტოლვილთა და თავშესაფრის სამართლის II საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა ნიემეგენში (ჰოლანდია), 1997;
  • “ჰუმანიტარული სამართლის ნორმები ეროვნულ კანონმდებლობაში” კონფერენციაში მონაწილეობა (1997);
  • ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “საერთაშორისო სამართლის ჟურნალის” სარედაქციო საბჭოს წევრი (2001).

ბ) სამოსამართლო ასპექტები:

  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სწავლული მდივანი (1965-1983);
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1990-1999);
  • აშშ-ის იურისტთა ასოციაციის მოსამართლეთა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებში მონაწილეობა (1991, 1994, 1996);
  • უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა (1993-2000, 2003, 2005);
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ შესაბამისი ევროპული კონვენციის მე-11 ოქმის იმპლმენტაციისადმი მიძღვნილ კოლოკვიუმში მონაწილეობა 1997 წელს პოტსდამში (გერმანია);
  • ლტოლვილთა სამართლის მოსამართლეთა III საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა 1998 წელს (ოტავა, კანადა);
  • მოსამართლეთა წვრთნის ფრანგულ პროგრამაში მონაწილეობა; ჩატარდა პარიზში (საფრანგეთი) 1999 წელს საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოთა ავუების (Avoues) ეროვნული პალატის ეგიდით;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე (1999-2008);
  • ლტოლვილთა სამართლის მოსამართლეთა IV საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა 2000 წელს (ბერნი, შვეიცარია);
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებათა მომზადება, მიღება და გამოცემა შემდეგ საკითხებზე:
  • “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში რესპუბლიკის სასამართლოთა საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ტენდენციების შესახებ” (1991);
  • “უდანაშაულობის პრეზუმფციისა და დაცვის უფლების შესახებ” (1992);
  • “სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის უფლებათა შესახებ”(1992);
  • “სასამართლო განაჩენის შესახებ” (1994);
  • “მეწარმეთა საქმიანობის შესახებ” (1994);
  • ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისადმი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #R(94)12 რეკომენდაციის ქართული თარგმანის მომზადება და გამოცემა “მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და როლის შესახებ” (1992);
  • “მოსამართლეთა სტატუტის ევროპული ქარტიის” თარგმნა, მომზადება და გამოცემა (1998);
  • ლტოლვილთა სამართლის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციაში გაერთიანება (1998);

გ) არასამართლებრივი ასპექტები:

  • მეცნიერებისა და სასწავლებლების დეპარტამენტის გამგის პირველი მოადგილე (1983-1986);
  • თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი (1986-1988);
  • ყოველდღიური გაზეთის “ახალი საქართველო”-ს (ძველი სახელწოდება - “კომუნისტი”) მთავარი რედაქტორი (1988-1990);
  • “ქართული ენციკლოპედიის” საგამომცემლო საბჭოს წევრი (1994);

სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობა:

ა) საქმიანობა და გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

  • ადამიანის უფლებათა ცენტრის დაარსება და ორგანიზაცია საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშოროსო სასამართლოების გამოცდილების შესწავლის, ანალიზის, განზოგადებისა და გავრცელების მიზნით (1997);
  • აშშ კონსტიტუციის ქართული თარგმანის რედაქტირება გამოსაცემად (1993);
  • კ.ჯანდას, ჯ.მ.ბერისა და ჯ.გოლდმანის “ამერიკული დემოკრატია”-ს რედაქტირება, ქართულად გამოსაცემად (1995);
  • “ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის” თარგმნა და გამოცემა ქართულ ენაზე (1996);
  • გამოცემა წიგნისა: “კომპრომისის ხელოვნება ანუ მართულთა მმართველობა”. ამერიკული კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი (1997);
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტებზე წაკითხული ლექციების კურსი (1976-1999);
  • ლექციები ჯორჯ ტაუნის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ვაშინგტონში (1994);
  • ლექციები პასაუს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, გერმანია (1995);
  • ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ასპექტების გაშუქება რადიოსა და ტელევიზიით (რეგულარულად);
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა სირაკუზაში, იტალია (1991);
  • როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს, მონაწილეობა მაქვს მიღებული 2500-ზე მეტი საქმის განხილვაში, რომელთაგან 900-მდე საქმეზე მომხსენებელ მოსამართლედ;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის (სასამართლო პრაქტიკის) გამოცემათა ბიბლიოთეკის დაარსება (კრებულები) კონკრეტულ საქმეთა კომენტირებული მიმოხილვის სახით (2001);
  •  

ბ. სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობა.
ა) საჯარო სამსახური:

  • მეცნიერებისა და სასწავლებლების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე (1983-1986);
  • მისი უდიდებულესობის, ინგლისის დედოფლის მთავრობის მიერ ორგანიზებული ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში (1993);
  • სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარე (1994-1997);
  • საქართველოს სისხლის სამართლის  ახალი კოდექსის შემმუშავებელი კომისიის თანათათავმჯდომარე (1995-1999);
  • საქართველოს იუსტიციის საბჭოს ex officio წევრი (1997-1999);
  • საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის პროექტის ექსპერტიზა, ჩიკაგო, აშშ (1994);
  • საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კოდექსების ექსპერტიზა. ლიედენი, ჰოლანდია (1997);

ბ) არჩევითი თანამდებობანი:

  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) დეპუტატი (1990);
  • საქართველოს უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე (1990-1999);
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის ქართული ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი (1996);
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე (1999-2009);

პუბლიკაციები და სხვა ნაშრომები:

# გამოცემის სახელწოდება  ნაშრომის სათაური გამოცემის წელი
“საბჭოთა სამართალი” გაუფრთხილებლობის მასშტაბი ინგლის-ამერიკის სისხლის სამართალში 1967
2 “Советское государство и право”.  სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი Теория   вероятностной   причинной связи требует проверки 1974
3 “ქართული ენციკლოპედია (ქსე)” ატომური სამართალი 1975
4 გამომცემლობა “მეცნიერება” გაუფრთხილებლობის პრობლემა სისხლის სამართალში (მონოგრაფია) 1976
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა ბრალი საფრთხის დელიქტებში (მონოგრაფია) 1980
6 “Studia Prawnize” (N4). პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი დანაშაულებრივი დაუდევრობა როგორც ბრალეული ქცევა (ფსიქოლოგიური ანალიზი) 1980
“საბჭოთა სამართალი” სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისტორიული და კულტურული ძეგლების დანგრევა-დაზიანებისათვის 1981
“საბჭოთა სამართალი”, #2 სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისათვის 1982
9 საერთაშორისო სამართლის XI კონგრესის მასალები El abondono criminal enpelegro y la culpean las delictos sin resultato 1982
10 Travaux de Colloque de politique penal de defense sociale (Paris) Les biorithmes et la planification de mesures de precaution. Co-authored by E.Tsiklauri 1984
11 თბილისისა და იენის უნივერსიტეტების სამეცნიერო ნაშრომების ერთობლივი კრებული ობიექტური და სუბიექტური ელემენტების დიალექტიკა ვიქტიმოგენურ სიტუაციაში 1984
12 “Nomos”-ის გამომცემლობა (ბადენ-ბადენი, გერმანია) Die Bedeutung des Schuldgehalts der Tat im Strafrecht. Zweites Deutsch-Sovietishces Kolloquium Uber Straf recht und Kriminologie (B2). (ბრალის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ სისხლის სამართალში). 1984
13 “თსუ შრომები” დანაშაულის სუბიექტური მხარე მასში მონაწილეთა სიმრავლის შემთხვევაში  1986
14 “Наука” Уголовный Кодекс: Опыт теоретического моделирования (Монография в соавторстве с акад. В.Н.Кудрявцевым, Проф. проф.: Г.З.Аниашкиным и Б.А.Бородиным) 1987
15 “მართლმსაჯულების მაცნე” სასამართლო ხელისუფლება 1993
16 გამომცემლობა “GCI” აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია (ინგლისურიდან თარგმანი) საქართველოში აშშ-ის ელჩის უილიამ კორტნის, მისი მოადგილის ლორენს კერისა და პრეზიდენტის მრჩევლის გელა ჩარკვიანის წინასიტყვაობით. 1996
17 გამომცემლობა “GCI” კომპრომისის ხელოვნება ანუ მართულთა მმართველობა (ინგლისურიდან თარგმანი) საქართველოში აშშ-ს ელჩის უილიამ კორტნის წინასიტყვაობით 1997
18 “მართლმსაჯულების მაცნე” #3 სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 1997
19 “საპარლამენტო უწყებანი” #41 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რეფორმათა პირისპირ 1997
20 “მართლმსაჯულების მაცნე” #2-3 სასმართლო რეფორმა გზაჯვარედინზე 1998
21 “Carl Heymans Verlag KG” Defense des droits de l’homme: normes europeenes et Constitution de la Republique georgilnne (ადამიანის უფლებები ქართულ კოსტიტუციაში) 2000
22  European Revierw of Public Laws (Esperia Publications Ltd) Vol, 13-#1 Protection of Human rights: Legal Traditions and Constitutional Experience of Georgia
(ქართული სამართლებრივი ტრადიციების შესახებ)
2001
23 “საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” ადამიანის უფლებათა და ძირითადად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარის   ბ-ნი ლუციუს ვილდჰაბერის წინასიტყვაობით). თანაავტორი – თეა წულუკიანი  2004
24 N.P.Engel Publisher” Causation: Reflection in the Mirror of  the European Convention on Human Rights (A sketch), co-outored by E.Gotsiridze. წიგნში: “Liber Amicorum Luzius Wiedhaber. Human Rights-Starsbourg Views. (მიზეზობრიობა: ანარეკლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სარკეში)”. 2007
25 “Essays in Honor of Pranas Kuris”. Mykolo Romerio Universitetas To be or not to be – Human Rights Dimensions (Approaching the Euthanasia Dilemma), co-authored by E.Gotsiridze (ყოფნა-არყოფნის ანუ სიკვდილის უფლების დილემმა; ევთანაზიის საკითხისათვის). 2008
26 “მართლმსაჯულება #1” (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჟურნალი) სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემის სათავეებთან. 2008
27 პროფ. ო.გამყრელიძის საიუბილეო კრებული სამართალი, როგორც განზომილებათა სისტემა (ლეგიმეტრიის შესავლისათვის) გამოცემის პროცესში
28 სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის საიუბილეო კრებული სიკვდილის უფლება განზომილებათა დრამატულ კვეთაში გამოცემის პროცესში
ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები