სერგო ვარდოსანიძე » ქართული უნივერსიტეტი
სერგო ვარდოსანიძე

დაიბადა 1955 წლის 3 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1974-1979 წწ. სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. 1986-1989 წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით.

სამეცნიერო ხარისხი და წოდება: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1988), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004).

 

სამსახურებრივი გამოცდილება: 1979-1990 წლებში მუშაობდა თბილისის კ.დ. უშინსკის სახელობის #1 რესპუბლიკურ ექსპერიმენტულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, 1983-1985 წწ. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში. 1988 წლიდან დღემდე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის ლექტორად,  1994 წლიდან საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. 1990 წლიდან 1993 წლამდე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად, 1993-2003 წლებში ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად და საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 2003-2004 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორად სამეცნიერო მუშაობის დარგში. 2005-2007 კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი.

2008 წლიდან ”ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში” მოწვეულ პროფესორად.

2010 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ, რექტორად.

საზოგადოებრივი საქმიანობა: 1989-1990 წლებში ასრულებდა ახალგაზრდა პედაგოგთა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას, მონაწილეობდა 7 რესპუბლიკურ და 8 საერთაშორისო კონფერენციაში, სასულიერო აკადემიის შრომების, ჟურნალ "ჯვარი ვაზისას" რედკოლეგიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ "მაცნეს" რედკოლეგიის წევრი. 2013 წლის 6 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ბრძანებით დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

პუბლიკაციები: გამოქვეყნებული აქვს 20 წიგნი, 103 პუბლიკაცია, მათ შორის ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში 18, უცხოეთში 10. პუბლიკაციების სრული ჩამონათვალი თან ერთვის.

კონფერენციები: 

  1. 2000 წ. თბილისი, სართაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენება: საქართველოს ეკლესია 1921 – 1927 წლებში.
  2. 2004 წლის 4-7 თებერვალი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა XX საუკუნის 20-80-იან წლებში._ საერთაშორისო კონფერენცია `რელიგია და საზოგადოება _ რწმენა ჩვენს ცხოვრებაში~.
  3.  2015 წლის მაისი, თავრიზი, კავკასიის უნივერსიტეტების საერთაშორისო კონგრესი. მოხსენება: ,,უმაღლესი განათლების აკრედიტაციის პრობლემები“.
  4.  2015 წ. 11-13 ნოემბერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საერთაშორისო კონგრესი ,,საქართველოს პრობლემები და პერსპექტივები“. მოხსენება: ,,საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და თანამედროვე გამოწვევები“.
  5. 2016 წლის 13-14 დეკემბერი, ქართველოლოგიის ცენტრია VI სამეცნიერო კონფერენცია, ,,ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფიის აქტუალური პრობლემები“, მონაწილე.
  6.  2016 წლის 17-22 მაისი, ბიშკეკი, კავკასიის უნივერსიტეტების საერთაშორისო კონგრესისი.
  7.  2016 წლის 13-14 დეკემბერი, ქართველოლოგიის ცენტრია VII სამეცნიერო კონფერენცია, ,,შოთა რუსთაველი - 850“, მონაწილე.
  8.  2016 წლის 26 დეკემბერი, ,საქართველოს ეკლესიის საგანძური - ხობის მონასტრის სიწმინდეები“,  მონაწილე.
  9.  2016 წლის 13-14 დეკემბერი, ქართველოლოგიის ცენტრია VII სამეცნიერო კონფერენცია, მოხსენება: ,,ენობრივი სიტუაცია კავკასიაში“.
  10. 2017 წლის 16-18 მაისი, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ის გორის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, მოხსენება ,,ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის 1917-1943 წლებში".
  11.  2017 წ. 23-24 ნოემბერი, ქ. ტრაპიზონი, საერთაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენება: ,,ქართულ-თურქული ურთიერთობები“.
  12.  2018 წლის 12 თებერვალი, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია“, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: ,,რელიგია და საზოგადოება“. მოხსენება: ,,უწმიდესი და უნეტარესი ილია II და მრავალკონფესიური მსოფლიო“.
  13.  2018 წლის 17 მაისი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია. მოხსენება: ,,საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია (1917-1921)“.
  14.  2018 წლის 1-2 ივნისი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. მოხსენება: ,,სეკულარიზმის ეკლესიური და საერო გაგება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1921 წ.წ.“.
  15.  2018 წლის 19 ივნისი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს. მოხსენება: ,,საუკუნის წინანდელი მკვლელობის გამო“(კათოლიკოსი კირიონ II).
  16. 2018 წლის 26-29 სექტემბერი, თბილისი, საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, მოხსენება: ,,ივანე ჯავახიშვილი - ორი გზა ქართულ საისტორიო მეცნიერებაში" 
  17. 2018 წელი, თბილისი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,ახალი ეპოქის დასაწყისი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921", მოხსენება: ,,სეკულარიზმის ეკლესიური და საერო გაგება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში(1918-1921)"

ელ. ფოსტა: sergovar@gmail.com; svardosanidze@sangu.edu.ge

იხილეთ შრომების ჩამონათვალი (ვრცლად)

პროფ. სერგო ვარდოსანიძის წიგნების ელექტრონული ვერსია:

გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები:

გიორგი წერეთელი და საქართველოს ისტორიის პრობლემები. თბილისი, 2015 წ., 184 გვ

 

ვიდეო ლექციები:

ლექციის თემა: „საქართველოს ისტორიის შესავალი“. ლექციაში საუბარია ზოგადად ისტორიის როგორც სასწავლო დისციპლინის მნიშვნელობაზე და კონკრეტულად საქართველოს ისტორიის როლზე. თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში მცირერიცხოვანი ერები, მათი ტრადიციები, ღირებულებები სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. საქართველოს ისტორია ქართული ეროვნული ცნობიერებისა და ქართველობისათვის განსაკუთრებულია, რომლის მეშვეობით წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის მუდმივი კავშირია.

 

ლექციის თემა: "საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესავალი". საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის ისტორიის შესწავლაში საუბარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის წყაროებზე, ისტორიოგრაფიაზე. სამწუხაროდ ჟამთა ვითარების გამო ბევრი უნიკალური საეკლესიო დოკუმენტი, ქრონიკები განადგურდა, როგორც შუა საუკუნეებში, ასევე XIX-XX საუკუნეებში, მაგრამ ის, რაც გადარჩა ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა, რომელიც მკვლევარებს საშუალებას აძლევს აღადგინონ ჩვენი დედა ეკლესიის ისტორიის საინტერესო ფურცლები. ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით XIX საუკუნის II ნახევრიდან არაერთი საინტერესო ნაშრომი შეიქმნა საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ავტორები განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდნენ რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების უკანონობაზე, რომლითაც 1811 წელს გაუქმდა პატრიარქობა და დაწესდა საეგზარქოსო მმართველობა. XX საუკუნის 20-80-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე დაწერილი ნაშრომები ათეისტური ხელისუფლების შეკვეთით იქმნებოდა. ვითარება შეიცვალა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც მკვლევარებს საშუალება მიეცათ საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე დაეწერათ სიმართლე.

 

ლექციის თემა: ”საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა”. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული პერიოდია 1811-1917 წლები. ამ დროს რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიერ გაუქმებული იყო ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. ეკლესიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების ნაცვლად ხელმძღვანელობდნენ რუსეთის სინოდს დაქვემდებარებული ეგზარქოსები, რომლებიც გამოხატავდნენ რა რუსეთის იმპერიულ ინტერესებს დევნიდნენ ქართულ საღვთისმსახურო ენას, ქართულ გალობას და ცდილობდნენ მოსახლეობის გარუსებას. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში წარმატებით დაგვირგვინდა, 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საზეიმოდ გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენა... 1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისში გამართულმა საეკლესიო კრებამ დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, განსაზღვრა ეპარქიების რაოდენობა, გამოარჩია საეპისკოპოსო კანდიდატები, 17 სექტემბერს აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. „არ ვართ მონა, არამედ აზნაურ“ - ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ საქართველოს.

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები