გრიგოლ წერეთელი » რექტორის სვეტი » ქართული უნივერსიტეტი
რექტორის სვეტი

გრიგოლ წერეთელი

გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი იყო კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, რომელიც დაიბადა 1870 წელს. 1893 წელს გრიგოლ წერეთელმა დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი.

1893-1897 წლებში იგი ასწავლიდა სანქტ–პეტერბურგის არქეოლოგიურ ინსტიტუტში, 1897-1902 წლებში იყო ბერლინის უნივერსიტეტის (გერმანია) პრივატ-დოცენტი, 1902-1905 წლებში - სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტი. 1905 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი კლასიკურ ფილოლოგიაში.

1905–1914 წლებში გრიგოლ წერეთელი ტარტუს (იმხანად დერპტის) უნივერსიტეტის (ესტონეთი) ექსტრაორდინარული პროფესორი და კათედრის გამგეა. 1914 წ. მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1914–1920 წლებში ის სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი და ხელმძღვანელია. 1917 წ. წერეთელს ირჩევენ რუსეთის მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერების აკადემია) წევრ–კორესპონდენტად.

1918–1920 წლებში გრიგოლ წერეთელი ბერლინის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია.1920–1937 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე და პროფესორი. 1923–1931 წ. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი.

გრიგოლ წერეთელი შეეწირა XX საუკუნის 30-იანი წლების სისხლიან რეპრესიებს. გთავაზობთ ორთაჭალის ციხეში დაწერილ მის წერილს „გენი, მამული, ენა და სარწმუნოება ანუ გენეტიკური თავისთავადობის უზენაესობის შესახებ“, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

 იხილეთ სტატია

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები