ბუღალტერია

მთავარი ბუღალტერი: ნაზიკო სხულუხია

მთავარი ბუღალტრის მოადგილე: ნონა საგინაშვილი

უფროსი ბუღალტერი: გიორგი როინიშვილი

ბუღალტერი: ეთერ კობალაძე

სამსახურის მიზნები და ამოცანები:

  • უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზების უზრუნველყოფა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით;
  • უნივერსიტეტის ფულადი სახსრების და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების უზრუნველყოფა, სამეურნეო ოპერაციების და სათანადო პირველადი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმების კონტროლი;
  • უნივერსიტეტში ფინანსური აღრიცხვის წარმოება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვითა და დადგენილ ვადებში, სათანადო ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
  • უნივერსიტეტის ფულადი სახსრების დროული და შეუფერხებელი მოძღაობის, აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფა;
  • ხელფასებისა და სტიპენდიების დარიცხვა და გაცემა;
  • სამივლინებო და საქვეანგარიშო თანხების გაცემა და მოთხოვნების დახურვა;
  • საბანკო ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი საგნების აღრიცხვა; მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან;
  • დებიტორ/კრედიტორების, ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის მოზმადება;
  • კვარტალური/წლიური ბალანსისა და ბალანსის დანართების შედგენა;
  • საგადასახადო დოკუმეტნაციის მომზადება და შემოსავლების სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა

მიმაგრებული დოკუმენტები: