მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები

ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი კურსები ფუნქციონირებს 2011 წლის მარტიდან.

კურსებზე გვაქვს ტრადიცია - ყოველი გამოშვების მსმენელები პასუხობენ ხუთ შეკითხვას. ამჯერად ახალ კურსდამთავრებულთა ჯერი დადგა: 

ანა ბერიკაშვილი:

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
ჩემი ცოდნა და უნარ-ჩვევები მთარგმნელობით საქმიანობასთან დაკავშირებით განპირობებული იყო მხოლოდ სამსახურიდან გამომდინარე მოცემული შესაძლებლობებით. ყოველთვის მსურდა ამ მიმართულებით აკადემიური ცოდნის მიღება და ცოდნის გაღრმავება. როდესაც თავდაცვის სამინისტრომ მოგვცა შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში გაგვევლო აღნიშნული კურსი, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლის პროცესში ძალიან დაგვეხმარა მორგებული გრაფიკი, რომელიც უნივერსიტეტმა უზრუნველყო. ასევე, პროგრამის გადანაწილებამ ყველა მიმართულებაზე, ხელი შეუწყო ცოდნის უფრო მეტად გაღრმავებას ფართო ჭრილში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია კონკრეტული ენარ-ჩვევების განვითარებაში ვიწრო მიმართულებებით.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებლები საუკეთესოდ ახერხებდნენ ინფორმაციის მოწოდებას და ყველა მნიშვნელოვანი საკითხის „გასაგებ ენაზე“ გადმოცემას. აღსანიშნავია, მასწავლებლების მეგობრულმა დამოკიდებულებამ რამდენად შეუწყო ხელი კურსის წარმატებით ჩატარებას.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
კურსთან დაკავშირებული მოლოდინები ნამდვილად გამართლდა და ამ მიმართულებით რეალური ცოდნის შეძენის მსურველებს ყოველთვის ვურჩევდი აქ მოსვლას.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
მე ვისურვებდი კურსების ხანგრძლივობის გაზრდას, ასევე აკადემიური ხარისხის მიღების შესაძლებლობას, როგორც მინიმუმ - ბაკალავრის და მაგისტრატურის. მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტს გააჩნია ამის პოტენციალი.

თეკლა კალანდაძე: 

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
გადავწყვიტე არსებული ცოდნა გამეღრმავებინა და მოძიებული ინფორმაციით საუკეთესო ვარიანტი ავარჩიე.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
ლაკონურად - იდეალურად!

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ორიენტირებული ინდივიდუალურად ყველა სტუდენტის განვითარებაზე.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინები 100%-ით გამართლდა და ყველა მსურველს ვურჩევდი მიუხედავად ასაკისა თუ რეჟიმისა აუცილებლად გაიარონ ეს კურსი.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
უდიდესი სურვილი მაქვს მიეცეს მაგისტრატურის ფორმა.
უღრმესი მადლობა

მერი ბუცხრიკიძე: 

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო ჩვენთვის, როგორც თარჯიმნებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გვესწავლა თარჯიმანთა სკოლაში

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლა ორგანიზებული იყო გათვალისწინებით დროის იმ მონაკვეთისა, რომელიც ჩვენ გვქონდა.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებლები მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ კონკრეტული სიძნელეების დაძლევაში.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
თარჯიმნობის მსურველებს აუცილებლად ვურჩევდი სკოლაში სწავლას და განსაკუთრებით სრული კურსის გავლას.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
თარჯიმანთა სკოლას ვუსურვებ ბევრ წარმატებას, მრავალი თარჯიმნის გაზრდას. 

სალომე დოლიძე: 

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
მივიღე შემოთავაზება თავდაცვის სამინისტროდან გამევლო კურსი მთარგმენლ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი სკოლის რეპუტაციიდან გამომდინარე.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
კოვიდ-19-თან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად სწავლება ზედმიწევნით კარგად იყო ორგანიზებული.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
დაუვიწყარი გამოცდილება მივიღე ფანტასტიურ პედაგოგებთან ურთიერთობის შედეგად.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩაბარების მსურველებს ვურჩევ მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის გამოყოფილი დრო, რათა მიიღონ საუკეთესო შედეგი.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
მუდმივი წინსვლა, განვითარება და ბევრი ისეთი პედაგოგი, როგორებიც არიან ბატონი ოთარი და ქალბატონი ეკა. 

გიორგი ცაგარეიშვილი: 

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
შემომთავაზეს და ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. 

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება კარგად იყო ორგანიზებული. 

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ლექტორები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი გამართლდა. ჩაბარების მსურველებს ვურჩევდი, რომ იმაზე ბევრად მეტი ყურადღება და ენერგია მიმართონ ამ კურსების მიმართ, ვიდრე თავად თვლიან საჭიროდ.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
კარგი იქნებოდა, აღნიშნული პროგრამა მაგისტრატურის მიმართულებითაც გქონდეთ. 

იხილეთ ასევე: