მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები (2015 წელი)

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები ტრადიციულად პასუხობენ ხუთ შეკითხვას.

2015 წლის იანვარში სამსემესტრიანი კურსი გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ მეხუთე გამოშვების მსმენელებს. 

ყველაშვილი გვანცა 

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ -თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
მთარგმნელ- თარჯიმანთა კურსების შესახებ ბევრი კარგი მსმენია და აქ სწავლის გაგრძელება ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო. ყოველთვის მსურდა მთარგმნელ-თარჯიმნის უნარები ამეთვისებინა და შემესწავლა. აღნიშნულმა კურსებმა კი ნამდვილად მომცა ამის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ეს საუკეთესო საშუალებაა ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება ნამდვილად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული როგორც აკადემიური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. უნივერსიტეტში მყუდრო და კომფორტული გარემოა სტუდენტებისთვის.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ყველა მასწავლებელი იყო თავის საქმის პროფესიონალი და კომპეტენტური. ისინი გამოირჩეოდნენ გულისხმიერი დამოკიდებულებით სტუდენტებისადმი. მათი წყალობით  სალექციო პროცესი ძალზე თბილ და კომფორტულ გარემოში მიმდინარეობდა, რაც დამღლელი სამუშაო დღის მერე ნამდვილად გვჭირდებოდა თითოეულ სტუდენტს.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი იმედები ნამდვილად გაამართლა. ავითვისე ყველა ის ძირითადი უნარჩვევა, რაც როგორც წერილობითი, ისე ზეპირი თარგმანისთვის არის საჭირო. გარდა ამისა, აღნიშნულმა კურსებმა მომცა მიმართულება, თუ როგორ უნდა ვიმუშაო მომავალში საკუთარ თავზე, რათა უფრო  დავხვეწო ეს უნარები.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ კურსებს. ბევრი კვალიფიციური კადრი გაგეზარდოთ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ცოდნისთვის, სიკეთისთვის და სითბოსთვის, რაც ამ წელიწადნახევრის მანძილზე თქვენგან მივიღეთ.

ყიფიანი თამარი

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება გადავწყვიტე  კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება კარგად ორგანიზებული იყო.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებლები მაღალკვალიფიციურები და ობიექტურები არიან.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი გამართლდა და სხვა მსურველებს ვურჩევ,  თუ სურთ ცოდნის გაღრმავება და კვალიფიკაციის ამაღლება მთარგმნელობით დარგში, არჩევანი გააკეთონ ამ კურსებზე.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
ვისურვებ, რომ ლექტორთა იგივე გუნდმა გაგრძელოს მუშაობა კიდევ მრავალ წელს. 

გრიგალაშვილი ია

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
დამთავრებული მაქვს თსუ ჰუმანიტარულ და ხელოვნების მეცნიერებათა ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. წლების მანძილზე მსურდა ღრმად შემესწავლა თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე  სწავლება კარგად ორგანიზებულია.მსმენელი თანდათანობით ეუფლება თარგმნის ხელოვნებას. რაც მთავარია, კურსებს მაღალკვალიფიციური პედაგოგები უძღვებიან. მსურს მადლიერება გამოვხატო ყველა მათგანის მიმართ.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ბატონი ოთარ მათეშვილი არასოდეს ზოგავდა ცოდნასა და ენერგიას, რომ თარგმანის თეორიის საკმაოდ რთული საკითხები ჩვენთვის გასაგები ყოფილიყო. მსურს უღრმესი მადლობა გადავუხადო მას როგორც კურსის ხელმძღვანელსა და უაღრესად კეთილშობილ ადამიანს! ქალბატონი ირინა კაპანაძე ინტენსიურად და უხვად გვაწვდიდა საკმაოდ საინტერესო მასალებს. ამიტომ ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესით ველოდით მის ლექციებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია სინქრონული თარგმანის განხორციელება, ქალბატონი ეკა ხუნდაძე გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა გადაგველახა ის ბარიერები, რაც თარგმნის პროცესში გვხვდებოდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი საოცარი გულისხმიერება და პროფესიონალიზმი. ქალბატონმა მარინე ხუროშვილმა წერითი თარგმანის ლექციების დროს მიგვაჩვია სკრუპულოზურად და გულდასმით მოგვეძია თითოეული სიტყვისა და გამოთქმის მნიშვნელობა და სწორად გამოგვეყენებინა თარგმნისას. ქალბატონ ლელა ებრალიძის ლექციების მსვლელობისას მხატვრული თარგმანის საკითხებს ვუღრმავდებოდით, რაც საოცარ ესთეტიურ სიამოვნებას გვანიჭებდა ყველას. ქალბატონ მაია გვიტიძის მაღალი პროფესიონალიზმითა და პედაგოგიური ნიჭით მართლაც რომ  მოხიბლული ვარ. მისგან ვისწავლე თანმიმდევრული თარგმნისას შეცდომებს როგორ შეიძლება ავარიდოთ თავი. ქალბატონი მანანა ტაბიძე ჩვენს ყურადღებას ამახვილებდა ქართული სტილისტიკის პრობლემატურ საკითხებზე, რაც ძალიან გამოადგება ნებისმიერ მთარგმნელს მუშაობისას. ქალბატონ მარტა ლუბეკის ლექციებზე გვქონდა საშუალება ქართულ-ამერიკული კულტურული ურთიერთობების საკითხებზე გვემსჯელა, გვესაუბრა. რა თქმა უნდა, ამერიკული ინგლისურით  მოსაუბრე ლექტორის ლექციები ბევრის მომცემი იყო ენის ღრმად შესწავლის თვალსაზრისით.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესმა კურსებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. კურსს უძლიერესი პროფესიონალი ლექტორები უძღვებიან. მათი თითოეული ლექცია ძალიან დიდი ცოდნის მომცემია. აღნიშნულ კურსებზე ჩაბარების მსურველებს ვურჩევ ლექციებზე იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებიანები და აქტიურები. 

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
ჩემი სურვილია მომავალშიც იგივე ლექტორები გაუძღვნენ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებს. სწავლის დაწყების მსურველებს კი ვუსურვებ წარმატებებს!

მიქელაძე სალომე 

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა გადაგიხადოთ მადლობა და რამდენიმე სიტყვით გადმოგცეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა კურსებზე სწავლის პერიოდი. მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება გადავწყვიტე იმიტომ, რომ დიდი ინტერესი მქონდა, თუ რამდენად შრომატევადი იყო თარჯიმნის საქმიანობა. სწავლის განმავლობაში ბევრი რამ შევიძინე, ჩემთვის საინტერესო ყველა კითხვას გავეცი პასუხი. კურსებმა უდიდესი შთაბეჭდილება დამიტოვა.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება კარგად იყო ორგანიზებული; გათვალისწინებული  იყო  მსმენელების  ინტერესი და სურვილები.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ყველა ლექცია იყო საინტერესო, რაც ლექტორების დამსახურებაა.  უკლებლივ ყველა, თითოეული მათგანი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ რაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო ლექციები.  

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
მათ, ვისაც აინტერესებს მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლესი კურსები, ვურჩევ,  რომ ჩააბარონ, რადგან მიიღებენ უდიდეს პრაქტიკას.   

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
კურსებს ვუსურვებ წარმატებებს.

გაბუნია ვერა

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
მთარგმნელ-თარჯიმანთა კურსებზე ჩაბარება პროფესიული უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად გადავწყვიტე. არჩევანი მაღალი დონისა და პროფესიონალიზმის მიხედვით გავაკეთე, რაშიც გამიმართლა, რადგან მართლაც ასეთ გარემოში მოვხვდი.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება კარგად იყო ორგანიზებული  და მიმდინარეობდა სილაბუსის მიხედვით. გარდა ამისა, ლექტორების მიერ მოწოდებული იყო დამატებითი ინფორმაცია და სავარჯიშოები ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ლექტორი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და საგნის სიღრმისეული ცოდნით. ის მაღალი აკადემიური დონე, რაც აღნიშნულ კურსებზე არის,  საინტერესოსა და პროდუქტიულს ხდის თითოეულ ლექციას.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემმა მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა და დიდი გამოცდილება შევიძინე, რაც ძალიან მეხმარება პრაქტიკაში. ჩაბარების მსურველებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ მიღებული რჩევები და ცოდნა, ბევრი დრო დაუთმონ მეცადინეობას და დამოუკიდებელ მუშაობას და ისინი აუცილებლად მიაღწევენ სასურველ შედეგს ამ კურსების დახმარებით.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
ჩემი სურვილი იქნებოდა მეტი პრაქტიკული მეცადინეობების ჩართვა პროგრამაში, წერილობით თაგმანში და მხატვრულ თარგმანში ვისურვებდი შედარებითი თარგმანების მეთოდის გამოყენებას და მეტი ვერბალური ნაწილის ჩართვას პროგრამაში. ენების ცენტრს ვუსურვებდი მომავალ განვითარებას და კიდევ ბევრი ძლიერი სპეციალისტის მომზადებას, ახალ პროგრამებსა და საინტერესო შემოქმედებით გზას. 

ბეგიაშვილი ირინა 

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
ჩემი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად მიწევს  არათუ უშუალოდ თარგმნა, თარგმნილი მასალის რედაქტირება და დახარისხება,  არამედ ზეპირი თანმიმდევრული თარგმანის გაკეთებაც. ამიტომ გადავწყვიტე ცოდნის გაღრმავება და არსებული უნარ-ჩვევების და გამოცდილების დახვეწა.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლების ორგანიზება მორგებულია დასაქმებული ადამიანის დატვირთულ სამუშაო რეჟიმზე, ლექციები/პრაქტიკული მეცადინეობა მიმდინარეობს საღამოს საათებში. 

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
კურსის ყველა პედაგოგი არის საგნის ძალიან კარგი სპეციალისტი და მონდომებულია სტუდენტებს სათანადო  ცოდნა გადასცეს. რაც შეეხება სინქრონულ თარგმანს, სხვა საგნებისგან განსხვავებით, იგი უფრო მეტ პრაქტიკულ ასპექტ მოიცავს. აღსანიშნავია, რომ კურსი მიჰყავს სინქრონული თარგმანის მრავლაწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგს, რომელიც ახერხებს, რომ მოკლე დროში ამ სპეციფიური და  სტუდენტებისთვის  ხშირად  სრულიად ახალი მთარგმნელობითი აქტივობის ათვისება შესძლებელი გახდეს.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა. კურსებზე  ჩაბარების  მსურველებს კი ვურჩევდი, რომ, ჩაბარებამდე, რაც შეიძლება უკეთ მოემზადონ ინგლისურ ენაში.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
ჩემი რჩევა კურსებისთვის იქნება - იმ პირებისთვის, რომლებიც უფრო მეტად სინქრონული თარგმანით არიან დაინტერსებული, რამოდენიმე პრაქტიკული მეცადენიეობაც ჩატარდეს უშუალო სამუშაო გარემოში, რაც მათ დაეხმარება განავითარონ აპარატურასთან, აუდიტორიასთან და "კაბინაში" მეწყვილესთან მუშაობის უნარი.

2015 წლის ივლისში ერთსემესტრიანი კურსი გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ მეექვსე გამოშვების მსმენელებს (ინგლისური ენა)

ბერაია ნანა

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
მე გამაჩნია თარჯიმნობის 5 წლის გამოცდილება და მსურდა კვალიფიკაციის დონის ამაღლება. გამომდინარე იქედან, რომ პროფესიით ენის სპეციალისტი არ ვარ, გადავწყვიტე ამ კურსზე ჩაბარება.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
ძალიან მომეწონა სწავლების ეს კომბინაცია.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
არიან მაღალი დონის სპეციალისტები, კარგი მოსაუბრენი და მეგობრულები

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინები. ვურჩევდი თარჯიმნებს, რომ დრო და დრო გაიარონ ეს კურსი.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
ამ ეტაპზე არ გამაჩნია.

ბუზარიაშვილი ხათუნა

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
მსურდა ცოდნის გაღრმავება, ჩემთვის ახალი მეთოდების გაცნობა და ათვისება.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
ძალიან კარგად. სწავლება ჩატარდა კურსის დაწყების წინ მოცემული სქემის მიხედვით. ერთი ლექციაც კი არ გაცდა.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მაღალი დონის პროფესიონალიზმთან ერთად, ყველა პედაგოგი გამოირჩეოდა საოცარი გულისხმიერებით და კეთილგანწყობით. ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად გადმოეცათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, მიუხედავად სწავლების შეზღუდული დროისა.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
რასაკვირველია, მოლოდინი გამართლდა.  კურსებზე ჩაბარების მსურველებს ვურჩევდი,  რომ  ბევრი ემუშავათ საკუთარ თავზე სწავლის პერიოდში.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
გისურვებთ საერთაშორისო დონის მრავალი წარმატებული თარჯიმნის აღზრდას.

გაბრიჩიძე ირაკლი

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
იმისათვის, რომ გავიღმავო ცოდნა და მივიღო გამოცდილება

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
ძალიან კარგად.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ყველა მასწავლებელი ძალიან კვალიფიცირებული და კომპეტენტური იყო.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
კი, ჩემი მოლოდინი გამართლდა. მე ვურჩევდი, რომ აუცილებლად ჩააბარონ და დაესწრონ ამ კურსებს.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
ვუსურვებ წარმატებას ამ კურსებს და მათში მონაწილე ყველა პიროვნებას.

დაუშვილი მარიამ

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
მე რეფერენტი თარჯიმანი გახლავართ და მინდოდა ძალების მოსინჯვა სინქრონული თარგმნის უნარების ათვისებაში. ასევე, ჩემს მიზანს წარმოადგენდა პროფესიული დონის ამაღლება.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ლექტორებმა გაითვალისწინეს ჩვენი სამუშაო გრაფიკი და ლექციები ისეთ დროს დაინიშნა, რაც ჯგუფის ყველა წევრისთვის მისაღები იყო. სინქრონული თარგმნისთვის გათვალისწინებული აპარატურა შეესაბამებოდა მაღალ სტანდარტს.  წერითი, ზეპირი და სინქრონული თარგმნის ტექსტები ისე იყო შერჩეული, რაც ყოველ ლექციაზე პროფესიული დონის ამაღლების საშუალებას გვაძლევდა.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ? 
ყველა მასწავლებელი მაღალი დონის პროფესიონალი იყო. ლექციების პროცესში იგრძნობოდა თბილი და მეგობრული გარემო. თითოეული მათგანი ძალიან დაგვეხმარა პროფესიონალური დონის ამაღლებაში, მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
მოლოდინი გამართლდა. მსურველებს ვურჩევდი კურსებზე ჩაბარებას და კონცენტრირებულ და დაუღალავ მუშაობას, სწავლის პროცესში მოწოდებული მასალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
კარგი იქნება იგივე პროფესიონალური  და თბილი გარემო თუ შენარჩუნდება კურსებზე. მადლობა თქვენს მიერ გამოვლენილი ყველა სახის გულისხმიერებისთვის. წარმატებებს გისურვებთ.

ზენაიშვილი თეო

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება გადავწყვიტე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება, რომელიც  ორგანიზებული იყო სრულყოფილად, ასათვისებელი მასალის ოპტიმალური შერჩევის საფუძველზე, მიმდინარეობდა კეთილგანწყობილი გარემოს პირობებში, რაც კიდევ უფრო ამაღლებდა მის ეფექტურობას.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ყველა მასწავლებელი გამოირჩეოდა უმაღლესი პროფესიონალიზმით, საქმის მიმართ პასუხისმგებლობით მიდგომითა და არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებებით. მსურს, ყოველ მათგანს უდიდესი მადლობა გადავუხადო.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
სწავლების შედეგებმა ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც კვალიფიკაციის ამაღლება სურს, უყოყმანოდ ვურჩევდი ამ კურსებზე ჩაბარებას.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
ვისურვებდი, შესაძლებელი ყოფილიყო კურსების გაგრძელება ზაფხულის პერიოდშიც.

ლიპარტელიანი გიზო

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
პროფესიით ვარ მთარგმნელი/თარჯიმანი. მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩავაბარე პროფესიული განვითარების, განსაკუთრებით კი ჩემთვის ახალი და საინტერესო სფეროს – სინქრონული თარგმნის გაცნობისა და დაუფლების მიზნით.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება მსმენელების საჭიროებებს იყო მორგებული. კურსებზე შექმნილი იყო სასიამოვნო და ხელშემწყობი გარემო.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
სამივე მასწავლებელი იყო თავისი სფეროს პროფესიონალი და აკმაყოფილებდა მაღალ სტანდარტებს. სამივემ კეთილსინდისიერად შეასრულა მათზე დაკისრებული სამუშაო.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
კურსებმა გაამართლა ჩემი მოლოდინი. მყავდა ძლიერი მასწავლებლები და მოტივირებული და კვალიციური კოლეგები. კურსის გავლის შედეგად ავითვისე თარგმნის ახალი ტექნიკური ხერხები, გადავდგი პირველი ნაბიჯები და დავინახე ჩემი პოტენციალი სინქრონულ თარგმნაში. ასევე, მომემატა პროფესიული თავდაჯერება. კურსების რეკომენდაციას ვუწევ განსაკუთრებით მათ, ვინც მთარგმნელობით/თარჯიმნობით საქმიანობას ეწევა.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
პირველ რიგში, კურსის ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი და ვისურვებდი, მომავალშიც ჩაატარონ მსგავსი კურსები. ვისურვებდი სინქრონული თარგმანის კურსების პერიოდის გახანგრძლივებას (3-თვიანი კურსების ნაცვლად 6-თვიანი კურსები), ასევე ვისურვებდი მომდევნო საფეხურის დამატებას. კარგი იქნებოდა კურსში რუსული ენის ჩართვაც, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი ენაა მთარგმნელების/თარჯიმნების შრომის ბაზარზე.

ღლონტი ქეთევან

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
ინგლისური ენის სრულყოფის მიზნით. პროფესიული დონის ასამაღლებლად, თვითდაჯერებულობის განსამტკიცებლად.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
კმაყოფილი ვარ სწავლების ორგანიზებით და სასწავლო გარემოთი.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
აღსანიშნავია მათი მაღალი პროფესიონალიზმი და პიროვნული ღირსებები.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
მოლოდინი გამართლდა და სხვებსაც აუცილებლად გავუწევდი რეკომენდაციას.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
კარგი იქნებოდა, სწავლების კურსი უფრო ხანგრძლივი რომ ყოფილიყო.