2020-06-12

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდების ადმინისტრირების წესი

COVID 19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდები ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში.

გამოცდის ფორმა და ორგანიზება

  1. გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრება აკადემიური კალენდრით
  2. გამოცდა ტარდება წერითი სახით, უცხო ენების სასწავლო კურსების შემთხვევაში კომბინირებული (წერითი, ზეპირი) სახით, ხოლო „სინქრონული თარგმანის“ სასწავლო კურსის შემთხვევაში - ზეპირი სახით, ამ წესით შესაბამისი ფორმისათვის დადგენილი პირობების შესაბამისად, გარდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა. 
  3. თუ საგამოცდო ნაშრომის შეფასების პროცესში ლექტორს გაუჩნდა ეჭვი, რომ ნაშრომი გადაწერილია, იგი უფლებამოსილია, სტუდენტს დაუნიშნოს ზეპირი გასაუბრებაც, რა შემთხვევაშიც, ახორციელებს შესაბამისი გასაუბრების ჩაწერას და საგამოცდო ცენტრისათვის გადაცემას.  
  4. გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საგამოცდო ცენტრისათვის საგამოცდო საკითხების მიწოდებას ბილეთები უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (examcenter@sangu.edu.ge). 
  5. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს საგამოცდო ცხრილის შედგენას და სტუდენტთა ინფორმირებას უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფის (ums.sangu.edu.ge) მეშვეობით, ლექტორებთან დაგზავნას, ასევე, შესაბამისი საგამოცდო საკითხების განთავსებას www.moodle.sangu.edu.ge-ს პლატფორმაზე. 
  6. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დასკვნით გამოცდებს ორგანიზებას უწევს შესაბამისი ლექტორი, სასწავლო/პრაქტიკული კომპონენტის სპეციფიკის შესაბამისად, რისთვისაც შეარჩევს შესაბამის ფორმას, ადგენს ვადებს და ახდენს პროგრამის მსმენელთა ინფორმირებას, უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარებას და შეფასებების ასახვას უნივერსიტეტის პროგრამულ უზრუნველყოფაში (ums.sangu.edu.ge).

გამოცდის ადმინისტრირების წესი

  1. წერითი გამოცდა უნდა ჩატარდეს მუდლის (moodle.sangu.edu.ge) ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით.
  2. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს გამოცდაზე სტუდენტის ქცევის წესების შემუშავებას და მათ ინფორმირებას.
  3. საგამოცდო საკითხი უნდა შესრულდეს ელექტრონული დოკუმენტის სახით. სტუდენტს ასევე უფლება აქვს, შესაბამის ველში ატვირთოს ხელნაწერი ნამუშევარი, სკანირებული ან ფოტოს სახით. სტუდენტი პასუხისმგებელია ხელნაწერის გარჩევადობასა და ფოტოს/სკანირებული დოკუმენტის ხარისხზე.  
  4. ლექტორი უზრუნველყოფს ელექტრონული სახით წარმოდგენილი საგამოცდო ნამუშევრის მიხედვით სტუდენტის შეფასებას ელექტრონულად, შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეფასების უნივერსიტეტის პლატფორმაზე (ums.sangu.edu.ge) განთავსებას უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრი.
  5. ამ მუხლით გათვალისწინებული წესები გამოიყენება გამოცდის კომბინირებული სახით ჩატარების შემთხვევაშიც. 

კომბინირებული გამოცდის ზეპირი კომპონენტის ადმინისტრირების წესი

  1. კომბინირებული გამოცდის ზეპირი კომპონენტი უნდა ჩატარდეს პლატფორმა  Google meet-ის გამოყენებით. 
  2. სტუდენტი ვალდებულია, ავტორიზაცია გაიაროს საკუთარი სახელით და გვარით, უნივერსიტეტისგან გადაცემული ელ-ფოსტის მეშვეობით. 
  3. სტუდენტს ბილეთით განსაზღვრულ საკითხებზე კონცენტრირებისათვის უნდა მიეცეს არაუმეტეს 10 წუთი.
  4. სტუდენტის გამოკითხვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალურად ანწყვილში.  
  5. სტუდენტი ვალდებულია, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში იქონიოს კამერა. 
  6. ლექტორმა უნდა უზრუნველყოს გამოცდის ჩაწერა და ჩანაწერის და მიღებული შეფასებების გადაცემა საგამოცდო ცენტრისათვის გადაცემა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (videoexam@sangu.edu.ge). 
  7. ამ მუხლით გათვალისწინებული წესები ასევე გამოიყენება „სინქრონული თარგმანის“ სასწავლო კურსის დასკვნითი გამოცდის ორგანიზებისას. 

აპელაცია

  1. მიღებული შეფასების აპელაციისათვის სტუდენტმა განაცხადი უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით,  უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფის (ums.sangu.edu.ge) მეშვეობით ან უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (info@sangu.edu.ge).
  2. წერილობითი საგამოცდო ნამუშევარში მიღებული შეფასების გასაჩივრების შემთხვევაში განიხილება შესაბამისი საგამოცდო ნამუშევარი, ხოლო ზეპირი გამოცდის შემთხვევაში განიხილება შესაბამისი გამოცდის ვიდეო ჩანაწერი.
  3. ვიდეოფაილები ინახება საგამოცდო ცენტრის მიერ გასაჩივრების ვადით, რის შემდეგაც ექვემდებარება განადგურებას.

მიმაგრებული დოკუმენტი:

  • უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება #9 „2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდების ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ