2018-11-15

ცხადდება რიგგარეშე მობილობა ქართულ უნივერსიტეტში

riggareshe-mobiloba-kartul-unive

2018 - 2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები (სწავლის წლიური საფასური - 2250 ლარი)

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • სამართალი - 30 ადგილი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 20 ადგილი;
  • ინგლისური ფილოლოგია - 15 ადგილი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • სამართალი - 10 ადგილი;

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • მენეჯმენტი - 30 ადგილი;
  • ტურიზმის ბიზნესი -15 ადგილი;
  • ეკონომიკა - 10 ადგილი;
  • კომპიუტერული მეცნიერება - 3 ადგილი;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) - 10 ადგილი.

2018 - 2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2018 წლის 15 - 22 ნოემბერი;
  • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება და მათი მობილობის მსურველთათვის გაცნობა, თანხმობის/უარის წერილების მომზადება - 2018 წლის 19 - 26 ნოემბერი;
  • სკოლების მიერ ჩასარიცხ პირთა სიების (მოხსენებითი ბარათის სახით), აგრეთვე რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის (ქაღალდური და ელექტრონული სახით) წარდგენა - 2018 წლის 27 ნოემბერი;
  • რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და ცენტრში წარდგენა - 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

მობილობის განხორციელების მსურველი ყველა აპლიკანტისათვის:

  1. განცხადება და ანკეტა (ივსება ადგილზე);
  2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
  3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/პასპორტი) ასლი;
  4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის/პასპორტის) ასლი (ვაჟებისთვის);
  5. ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
  6. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების: შპს "საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოს", შპს "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა", შპს "ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის", ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის  ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
  2. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  3. სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.

იმ პირთათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად, ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტს, დანართის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა, დამატებით: 

  1. სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  2. არასრულწლოვანის შემთხვევაში - სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლება, ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითურთ.

იმ მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებმაც 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, შპს - ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში:

  1. შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (2018 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
  2. ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარების/შეფასების თაობაზე
  3. უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02; ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება სს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში

მიმაგრებული დოკუმენტები:

  • ბრძანება 436-ს: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდირა პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში რიგგრარეშე მობილობის ვაკანსიების გამოცხადების, აგრეთვე ადმინისტრირების ვადების განსაზღვრის შესახებ (ვრცლად)
  • ბრძანება #441-ს - რექტორის 2018 წლის 14 ნოემბრის #436 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (ვრცლად)