2019-02-22

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-10 ნაკადი!

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0), ასევე იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით და მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა 2019 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე.

განაცხადის შესავსებად მიაკითხეთ სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს (I კორპუსი, ოთახი #107)