ვახტანგ გურული

განათლება:

  • 1971-1976 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკადემიური ხარისხი: ისტორიკოსი, სპეციალობა: ისტორია
  • 1976-1980 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, აკადემიური ხარისხი: ისტორიის მეცნირებათა კანდიდატი, სპეციალობა: ისტორია
  • 1998 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკადემიური ხარისხი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სპეციალობა: ისტორია

სამუშაო გამოცდილება:

  • 1980-1984 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმარულება, მასწავლებელი
  • 1984-1998 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმარულება, დოცენტი
  • 1998-2009 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმარულება, პროფესორი
  • 2009-დღემდე - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ისტორიის მიმარულება, პროფესორი

სამეცნიერო ნაშრომები:

ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე 550-ზემეტი ნაშრომი (მათ შორის: მონოგრაფია - 38, დოკუმენტებისა და მასალების პუბლიკაცია - 70, სტატიები - 221, საშუალო სკოლისა და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები - 31  და სხვ).

პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში):

  1. ეროვნული ცნობიერება. სახელმწიფოებრიობა. პოლიტიკური ორიენტაცია; გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 2008. 38 გვ. 
  2. საქართელოს მკვლელები; გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 2008. 62 გვ. 
  3. ჯვარცმული და ჯვარმცმელები; გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 2009. 108 გვ. 
  4. საქართველო და რუსეთი (მფარველობიდან ანექსიამდე); გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 2010. 185 გვ.
  5. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება; გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 2010. 121 გვ.
  6. საქართველო და გარესამყარო. 1700-1921; გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 2010. 120 გვ.
  7. საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. 1483-1921; გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 2011. 120 გვ.
  8. საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ისტორიოგრაფია (1801-1991); გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 2011. 103 გვ. 
  9. ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი და ფერეიდანი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებში. დოკუმენტები და მასალები (1944-1951); გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 2012. 112 გვ. (თანაავტორი ლ. ჯიქია)
  10. საქართველოს საზღვრები საერთაშორისო ხელშეკრულებებში (1918-1921); გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 2013. 39 გვ.
  11. გეორგიევსკის ტრაქტატი (1783 წ.); გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 2013. 56 გვ. 
  12. ტაო-კლარჯეთის, ლაზეთისა და აჭარის საკითხი 1812- 1953 წლების საერთაშორისო ურთიერთობებში; გამომცემლობა „მერიდიანი“. თბილისი, 2013. 235 გვ (თანაავტორი ლ. ჯიქია). 
  13. ილია; გამომცემლობა „არტანუჯი“. თბილისი, 2014. 236 გვ. 
  14. მეფე-მამა; გამომცემლობა „არტანუჯი“. თბილისი, 2014. 238 გვ.
  15. საქართველოს საზღვრები (1917-1938) ნარკვევი. დოკუმენტები და მასალები; გამომცემლობა „მერიდიანი“. თბილისი, 2014. 178 გვ. + 8 გვ. (ს. ვარდოსანიძე, კ. ხარაძე, ლ. ჯიქია). 
  16. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957). გამოკვლევა. დოკუმენტები და მასალები; გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“. თბილისი, 2015. 308 გვ. (თანაავტორები: ლ. ვარდოსანიძე, კ. ხარაძე, ლ. ჯიქია, მ. კვარაცხელია).
  17. ქლუხორი და ახალხევი. დოკუმენტები და მასალები. (1943-1957); გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“. თბილისი, 2015. 180 გვ. (თანაავტორი მ. კვარაცხელია)
  18. შამილი და ქართველები; გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“. თბილისი, 2017. 192 გვ. (თანაავტორი დ. ობოლაძე) 
  19. საქართველოს ახალი ისტორია (1801- 1918). წიგნი 1; გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“. თბილისი, 2017. 647 გვ. 

სამეცნიერო კვლევითი მუშაობის მიმართულებები:

  • საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918 წწ.)
  • საქართველოს უახლესი ისტორია (1918 წლიდან)
  • საქართველოს ახალი ისტორიის წყაროთმცოდნეობა
  • საქართველოს ახალი ისტორიის ისტორიოგრაფია
  • საქართველოს უახლესი ისტორიის წყაროთმცოდნეობა
  • საქართველოს უახლესი ისტორიის ისტორიოგრაფია
  • საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია (XIX-XX საუკუნეები)
  • ქართული დიპლომატიის ისტორია (XIX-XX საუკუნეები)
  • უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია (ლიტერატურათმცოდნეობა)

წაკითხული სალექციო კურსები:

  • საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918 წწ.)
  • საქართველოს უახლესი ისტორია (1918-2015 წწ.)
  • საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის (XIX-XXI საუკუნეები) წყაროთმცოდნეობა
  • საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის (XIX-XXI საუკუნეები) ისტორიოგრაფია
  • საქართველო და გარე სამყარო (XIX-XXI საუკუნეები)

პროფ. ვახტანგ გურულის წიგნებისა და სტატიების ელექტრონული ვერსია:

მიმაგრებული დოკუმენტები:

ვიდეო ლექციები:

ლექცია #2. პროფესორი ვახტანგ გურული. ლექციის თემა: „საქართველო და გარე სამყარო“. ლექციაში საუბარია XVI-XX საუკუნეებში საქართველოს ისტორიული ტერიტორიების გადანაწილებისათვის ირანის, ოსმალეთისა და რუსეთის დაპირისპირებაზე. საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ხელში ჩაგდებისათვის სამ იმპერიას შორის საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა ომები, ომების შედეგები აისახებოდა ზავებში. ოსმალეთსა და ირანს შორის საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გადანაწილება პირველად ამასიის ზავით (1555 წ.) დაკანონდა. ამასიის ზავს XVI-XVII საუკუნეებში კიდევ რამდენიმე ზავი მოჰყვა. 1700 წლიდან საქართველოს ისტორიული ტერიტორიისათვის ბრძოლაში ჩაება რუსეთი. რუსეთ-ირან-ოსმალეთის დაპირისპირება გაგრძელდა ორ საუკუნეზე მეტხანს. საბჭოთა რუსეთმა და ოსმალეთმა საქართველოს ისტორიული ტერიტორია ბოლოს 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით გადაინაწილეს.

ნაწილი #1

ნაწილი #2

 

ლექცია #13. პროფესორი ვახტანგ გურული. ლექციის თემა: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს“. ლექციაში საუბარია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მომზადებაზე, საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოღვაწეობაზე 1917 წლის გაზაფხულიდან 1918 წლის 26 მაისამდე. ყურადღება გამახვილებულია ტრაპიზონის კონფერენციაზე, ბათუმის კონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1918 წლის 14 მაისის, 16 მაისის, 17 მაისისა და 25 მაისის სხდომებზე. საგანგებო ადგილი ეთმობა საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 26 მაისის სხდომას; საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 

 

ლექცია #17. პროფესორი ვახტანგ გურული. ლექციის თემა: „ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია 1724-1801 წლებში“. ლექცია ეძღვნება ქართლ-კახეთის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შემუშავებასა და განხორციელებას 1724 წლიდან რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობამდე. კახეთის სამეფო სახლის წარმომადგენლები თეიმურაზ ერეკლეს ძე (მომავალი მეფე თეიმურაზ II) და მისი ვაჟი ერეკლე (მომავალი მეფე ერეკლე II) ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის პრორუსული საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის მარცხის შემდეგ, 1735 წლიდან, დაადგნენ პროირანულ ორიენტაციას, რომელსაც წარმატებით ახორციელებდნენ 30 წლის განმავლობაში. პროირანული ორიენტაცია ერეკლე II-მ 1768 წელს დაწყებული რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ შეცვალა - ქართლ-კახეთის სამეფო ომში რუსეთის მოკავშირე გახდა. პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა 1783 წელს დასრულდა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლით და საბოლოოდ რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობით. 

 

ლექცია #22: პროფესორი ვახტანგ გურული. ლექცის თემა: „ილია ჭავჭავაძე (ნააზრევისა და ნაღვაწის შეფასებისათვის)“. ლექციის შესავალ ნაწილში დახასიათებულია ილიამდელ საქართველოში შექმნილი მძიმე ვითარება (სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი, ეკლესიური აზროვნების შესუსტება, სწავლა-განათლების კერების მოშლა, კუთხურობისა და კლანურობის გაძლიერება). ლექციის ძირითადი ნაწილი ეთმობა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას ქართველობისა და საქართველოს გადასაჩენად, ყურადღება გამახვილებულია ეროვნული მოძრაობის პროგრამასა და მისი განხორციელების გზებზე, განხილულია ილია ჭავჭავაძის ის პუბლიცისტური წერილები, რომლებშიც ილია აყალიბებს ეროვნული მოძრაობის სამოქმედო პროგრამას და მსჯელობს მისი განხორციელების გზებზე.

 

ლექცია #23; პროფესორი ვახტანგ გურული, ლექციის თემა: ეროვნული მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში. (ნაწილი I). ლექციის პირველ ნაწილში დახასიათებულია ეროვნული მოძრაობის საწყისი პერიოდი. კონკრეტულად წარმოდგენილია შემდეგი საკითხები: 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა კახეთში, 1804 წლის აჯანყება ქართლის მთიანეთში, 1812 წლის აჯანყება კახეთში, 1819-1820 წლების აჯანყება იმერეთში, 1832 წლის შეთქმულება.

 

ლექცია #23; პროფესორი ვახტანგ გურული, ლექციის თემა: ეროვნული მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში. (ნაწილი II). მეორე ლექციაში წარმოდგენილია საკითხები: XIX საუკუნის 60-90-იანი წლების ეროვნული მოძრაობა, წინააღმდეგობანი ეროვნული მოძრაობის შიგნით, ილია ჭავჭავაძის პოლიტიკური მემკვიდრის პრობლემა, ეროვნული მოძრაობის დაშლა ცალკეულ მიმდინარეობებად, ეროვნული მოძრაობის მონაპოვარი.