პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
სწავლის ღირებულება: 1450 ლარი (საფასურის გადანაწილება შესაძლებელია სამ თანაბარ ნაწილად);
ხანგრძლივობა: 3 თვე
ლექტორები: ირაკლი არაბიძე, ლევან კაკაჩია,ლაშა სიხარულიძე, გიორგი ჯანჯღავა, თენგიზ მაღლაფერიძე, დავით კუნჭულია, ანა აბესაძე, გრიგოლ ჭკადუა, ნინო აშორდია, ზაზა მეცხვარიშვილი, ნინო სიბაშვილი, თამარ დოლიძე, გოჩა გელაშვილი, ფარნაოზ დვალი, ბაია კუბლაშვილი, თეა მაღედანი, გენადი კვერენჩხილაძე, ლალი მაჩაიძე, კონსტანტინე ხაჭაპურიძე, გიორგი ჩიჩუა, ომარ პაპაშვილი, ზურაბი პავლიაშვილი.
დარეგისტრირდით 18 თებერვლამდე მოცემულ ბმულზე.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
- პირადობის მოწმობის ასლი
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
ხელშეკრულების გაფორმება: უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი #104 (10:00-17:00 სთ.)
შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამის მიზანია, მსმენელს მისცეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკაზე დაყრდნობილი გამოცდილება.
სასწავლო კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას;
- საფრთხეთა იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებას და მართვას;
- ინციდენტების მოკვლევის მეთოდოლოგიას და სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზს;
- ობიექტების ინსპექტირებას;
- სამუშაო სივრცეში ინციდენტების მოკვლევის მეთოდოლოგიას და სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზს;
- შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას.
მსმენელები სრულად იქნებიან უზრუნველყოფილები სასწავლო მასალებით.
პროგრამის აღწერა:
სრული აკრედიტებული პროგრამა არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების არანაკლებ 230-აკადემიურსაათიანი პროგრამა, რომლის დასრულებისას და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდგომ, პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები ყველა იმ ეკონომიკური/არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან (თეორიული - 133 აკადემიური საათი, პრაქტიკული 97 საათი).
თეორიული ნაწილი ჩატარდება ქ. თბილისში შემდეგ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მსმენელები განახორციელებენ სამუშაო ვიზიტებს ხუთი ძირითადი მიმართულებით შესაბამის პრაქტიკის ობიექტებზე (მომსახურების სფერო, სამედიცინო სფერო, სამშენებლო სფერო, მსუბუქი და მძიმე მრეწველობა). პრაქტიკის ობიექტების შესაძებ დეტალური ინფორმაცია და პრაქტიკის განხორციელების ზუსტი განრიგი მსმენელებს გადაეცემათ თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ.
შრომის უსაფრთხოების სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები ვალდებულნი არიან ჩააბარონ სასერტიფიკატო გამოცდა სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებად საგამოცდო ცენტრში.
პროგრამის კურიკულუმი:
- შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
- ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით
- საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
- საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა
- საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
- პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
- ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება
- ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
- საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები
- ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
- შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები; მზომი ხელსაწყოები და მათი გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები
- უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში
- გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა
- გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში
- ტვირთის გადატანა
- სიმაღლეზე მუშაობა
- აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები
- შრომის უსაფრთხოება მანქანა - დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას
- ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები
- სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა
- პირველადი სამედიცინო დახმარება
- შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში
- შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში
- შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში
- შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში
- შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 574 12 09 72;
ელ.ფოსტა safety@sangu.edu.ge