მენიუ

საჯარო ლექცია: მიჯაჭვულობასა და ტრავმასთან მუშაობა გეშტალტ თერაპიაში

2023 წლის 8 დეკემბერს, 19:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ფილოსოფიის დოქტორ მარგერიტა სპანიოლა ლობბის საჯარო ლექცია თემაზე: „მიჯაჭვულობასა და ტრავმასთან მუშაობა გეშტალტ თერაპიაში“.

2023 წლის 8 დეკემბერს, 19:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ფილოსოფიის დოქტორ მარგერიტა სპანიოლა ლობბის საჯარო ლექცია თემაზე: „მიჯაჭვულობასა და ტრავმასთან მუშაობა გეშტალტ თერაპიაში“.

თერაპიული გამოცდილების „აქ და ახლას“ საფუძლველს წარმოადგენს ის დასწავლილი ფონი, რომელიც შეძენილ იქნა წინა მნიშვნელოვანი ურთიერთობების დროს. სხეულის პროცესი, სელფის განსაზღვრა და კრეატიული არჩევანი, რომელსაც პაციენტი და თერაპევტი გადიან სესიის დროს, არის ინტეგრაციისა და ურთიერთგაგების შედევრი, რომელიც მოიცავს ორივე მათგანის გამოცდილებას და წარიმართება „სხვასთან ერთად - ყოფნის“ ახალი გზის მიმართულებით. როდესაც პაციენტი გაჭედილია ტრავმატულ სიტუაციებში, აუცილებელია მისი მიჯაჭვულობის სრულად გაგება და „გათავისება“, ადაპტაციის მოქნილობის შექმნა, რათა მოხდეს იმ სასიცოცხლო ძალასთან დაკავშირება, რომელსაც ყველა გამოცდილება, თუნდაც ეს იყოს ტანჯვა - ინარჩუნებს.

მონაწილეები შეისწავლიან გეშტალტ თერაპიის პერსპექტივიდან მიჯაჭვულობის პატერნებთან მუშაობას ტრავმისგან განკურნების მიზნით.

მარგერიტა სპანიოლა ლობბი, საერთაშორისოდ გაწვრთნილი და აღიარებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ფოკუსირებულია ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის მხარდაჭერაზე ტრავმის შემოქმედებითი ადაპტაციის ასპექტების გათვალისწინებით.


მარგერიტა სპანიოლა ლობბი

  • ფილოსოფიის დოქტორი
  • იტალიის გეშტალტ ინსტიტუტის (Istituto di Gestalt HCC Italy) დირექტორი  (სირაკუზა, პალერმო და მილანი)
  • საერთაშორისო ტრენერი
  • გეშტალტ თერაპიისა და ფსიქოპათოლოგიის, ასევე სუპერვიზორთა სასწავლო პროგრამის ტრენერი 
  • ქ-ნი სპანიოლა ლობბი გახლავთ NYIGT, SPR, GTA სრული წევრი

იტალიის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი (FISIG), ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციის (EAGT) ექს-პრეზიდენტი, ამჟამად EAGT-ს სამეცნიერო კვლევითი კომიტეტი, იტალიის გეშტალტ  ფსიქოთარაპიის საზოგადოების დამაარსებელი (SIPG).    

მარგერიტა სპანიოლა ლობბი არის 275 პუბლიკაციისა და 14 წიგნის ავტორი და რედაქტორი.

მისი წიგნი „ახლა მომავლისთვის ფსიქოთერაპიაში. გეშტალტ თერაპია პოსტმოდერნის საზოგადოებაში“ („Now for Next in Psychotherapy. Gestalt therapy in a postmodern society") ნათარგმნია 9 ენაზე და ამჟამად მისი თარგმნა მიმდინარეობს ქართულადაც.

მისი ნამუშევრები: „ესთეტიკური რელაციური ცოდნა“ („Aesthetic Relational Knowledge“), „დომენების პოლიფონიური განვითარება“ ("Polyphonic Development of Domains")  და „ცეკვის ნაბიჯები თერაპევტსა და კლიენტს შორის ("Dance Steps between therapist and client"), ის კონცეფციებია, რომელთაც ავტორი იკვლევს და ქმნის სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

მარგერიტა სპანიოლა ლობბი ფსიქოთერაპევტი და მკვლევარი. თავის კლინიკურ საქმიანობაში, გეშტალტ თერაპიის პრინციპები ჰერმენევტიკის გზით განავითარა უფრო ველზე ორიენტირებულ, ფენომენოლოგიურ და ესთეტიკურ მიდგომად.   პეტრო კავალერისთან ერთად ახლახანს დაარედაქტირა წიგნი „სიტუაციის ფსიქოპათოლოგია გეშტალტ თერაპიაში: ველზე ორიენტირებული მიდგომა“, რომლის ინგლისური ვერსიაც გამოცემის (Routledge) პროცესშია. მან მიიღო ჯილდო  გეშტალტ თერაპიის განმავითარებელი ასოციაციისგან (AAGT, Toronto, Canada, August 2018).


ორგანიზატორები:

  • საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაცია

  • წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი

  • კავკასიის გეშტალტ თერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი


ლექციაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 8 დეკემბრამდე მითითებულ ბმულზე.


ლექციის ენა:
ინგლისური და ქართული (თარგმანით).

მონაწილეები: გეშტალტ თერაპევტები, ფსიქოლოგები, სხვადასხვა მოდალობის ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრები, კლინიკური სოციალური მუშაკები. დამამთავრებელი კურსის, კურსდამთავრებულების და დოქტორის ხარისხის სტუდენტებისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც აინტერესებს აღნიშნული საკითხები.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის 53ა,  წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი; პირველი კორპუსი, მე-4 სართული.

ელ. ფოსტა: sophie.verulashvili@gmail.com

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა