სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა და სტუდენტთა ზღვრული ოდენობა
„სადოქტორო პროგრამაზე დასაშვებად საჭიროა აპლიკანტს ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ერთსაფეხურიანი სწავლების დიპლომი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებებში, სამართლისმცოდნეობაში, თეოლოგიაში. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კონკურსანტებს, რომელთაც ექნებათ სამეცნიერო პუბლიკაციები, მიღებული აქვთ მონაწილეობა სხვადასხვა სამეცნიერო (მათ შორის სტუდენტთა და მაგისტრანტთა) კონფერენციებში. ყურადღება მიექცევა პუბლიკაციების არა მხოლოდ რაოდენობას არამედ ხარისხს, მეცნიერულ სიახლეს. ამას დაადგენს გამოცდების მიმღები კომისია. 1 პუბლიკაცია 1 ქულაა, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა 1 ქულა და ა.შ.
- აპლიკანტს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა. ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კონკურსანტი აბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას/ტესტირებას მის მიერ არჩეულ უცხო ენაში. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 51 ქულას.
- საქართველოს ისტორიის პრობლემატიკის ზოგადი ცოდნის შეფასება მოხდება გამოცდაზე სკოლაში შექმნილ დარგობრივ კომისიასთან;
- დამატებითი მოთხოვნები
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
- სამოტივაციო წერილი
- სავარაუდო საკვლევი თემის კონცეფცია