მენიუ

დამატებითი (minor) პროგრამები

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ძირითად (major) სპეციალობასთან ერთად, გთავაზობთ შესაძლებლობას აირჩიოთ დამატებითი სპეციალობა.

SANGU-ს საბაკალავრო პროგრამის II-V სემესტრის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გარდა ძირითადი (major) სპეციალობისა, დარეგისტრირდნენ დამატებითი (minor) სპეციალობის პროგრამებზე.

რა არის დამატებითი (minor) პროგრამა?
საბაკალავრო პროგრამაში გათვალისწინებული თავისუფალი კრედიტების/არჩევითი კურსების გავლის ნაცვლად, სტუდენტი ეუფლება დამატებით სპეციალობას.
ასეთ შემთხვევაში, სტუდენტის სახელზე გაცემულ დიპლომში მიეთითება:

  • ძირითადი სპეციალობა (რომელშიც კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია)
  • დამატებითი სპეციალობა


დამატებითი პროგრამებია:

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეთავაზება არ ვრცელდება რეგულირებადი (სამართლის) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებზე.  


სასურველი დამატებითი პროგრამის შესახებ კონსულტაციების და რეგისტრაციისათვის 1 ოქტომბრამდე მიმართეთ შესაბამისი პროგრამის კოორდინატორებს:

ბიზნესის ადმინისტრირება - ლია მეტონიძე, ტელ.: 598 80 80 44
კომპიუტერული მეცნიერება - ნინო ქორჩილავა, ტელ.: 555 11 77 42
ტურიზმის ბიზნესი - ლია მეტონიძე, ტელ.: 598 80 80 44
საერთაშორისო ურთიერთობები - ელენე ციციშვილი, ტელ.: 557 64 45 69 

 

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მსურველების რეგისტრაცია: 2023 წლის 20 მაისიდან 17 ივნისამდე
Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა