- სწავლების ენა: ქართული
- სწავლის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
- კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS კრედიტი
- პროგრამის ხელმძღვანელი: ზურაბ ბერია
- მობილური: 577 315 594;
- ელ. ფოსტა: teachers@sangu.edu.ge
- პროგრამის აღწერა
- დამატებითი მოდულების შესაბამისი აღწერა
- რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია
პროგრამის კურსდამთავრებული მოიპოვებს მასწავლებლის სერტიფიკატს და მასწავლებლად დასაქმების უფლებას შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით:
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური)
- გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
- მუსიკა
პროგრამის ლექტორებად მოწვეულნი არიან საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი პედაგოგიური მეთოდოლოგიის და საგნობრივი მიმართულების ექსპერტ-კონსულტანტები, რომლებიც ათასწლეულის ფონდ-საქართველოსა და მასწავლებელთა სახლის პროექტის ფარგლებში ახორციელებდნენ საქართველოში მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადების პროგრამას;
დასაქმებული სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო გრაფიკი.
პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან სასკოლო პრაქტიკას უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ ან თქვენ მიერ შერჩეულ სკოლებში;
უნივერსიტეტს აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე რეალური და ვირტუალური ლაბორატორიები;
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.
მიმდინარე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ ჩატარდება საუნივერსიტეტო შიდა გასაუბრება, რის შესახებაც გეცნობებათ დამატებით.
გასაუბრებაზე კონკურსანტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ესსეს წერა;
- მოტივაცია;
- სიახლეებისადმი მზაობა და მიმღებლობა;
- პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
- არგუმენტირებული მსჯელობა;
- მეტყველება;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
- დამატებითი კრიტერიუმი თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში: საგნობრივი გამოცდის შეფასება (%).
ინფორმაცია გასაუბრების ფორმატის, ტექნიკური უზრუნველყოფის, ინდივიდუალური გრაფიკის შესახებ ყველა კონკურსანტს დამატებით გამოგეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელ-ფოსტაზე.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4);
- ბაკალავრის ან მაგისტრის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი; (ნოტარიულად დამოწმება არ არის აუცილებელი);
- მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან;
- სამხედრო აღრიცხვის ბარათის ასლი (ვაჟებისთვის).