მენიუ

USAID განათლება მომავლისთვის

SANGU-ში, USAID-ის პროგრამის „განათლება მომავლისთვის“ ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

19 მარტს, SANGU-ში, USAID-ის პროგრამის „განათლება მომავლისთვის“ ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამჯერად „განათლება მომავლისთვის“ პროგრამის სამუშაო ჯგუფმა SANGU-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად განათლების ლიდერთა სატრენინგო პროგრამების მომზადების შესახებ იმსჯელეს. წმ ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მათ თავიანთი ხედვა გაუზიარეს და პროგრამის მუშაობაში ჩართულობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

პროგრამის საუნივერსიტეტო განათლების უფროსმა მრჩეველმა ეკატერინე სლოვინსკიმ განმარტა, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი პროგრამები შესაძლოა ტრანსფორმირდეს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებში, რომლებიც განკუთვნილი იქნება მოქმედი და მომავალი განათლების ადმინისტრატორებისთვის და წამყვან პოზიციაზე მოუშავე პერსონალისთვის. პროგრამის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა საგანმანათლებლო მოდულების დახმარებით მოქმედი განათლების ადმინისტრატორები კვალიფიკაციის ამაღლებას სასურველი მიმართულებით შეძლებენ.

USAID-ის პროგრამის ,,განათლება მომავლისთვის’’ ფარგლებში, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ცოტახნის წინ გაფორმდა, რომლის მიზანი უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობაა.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა