მენიუ

SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბი

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მასწავლებელთა პროგრამის კურსდამთავრებული ან მოქმედი სტუდენტი ხართ? თქვენთვის საინტერესო სიახლე გვაქვს!

წარმოგიდგენთ SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბს - ერთგულ პლატფორმას, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ თქვენ ისარგებლოთ კარიერული განვითარებისა და კოლაბორაციების მუდმივი შესაძლებლობებით. 

ჰაბის მიზებია:

  • უწყვეტი კავშირი SANGU-სთან: შეიქმნას ერთიანი საკომუნიკაციო სივრცე მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის თქვენს თანამოაზრეებთან გამოცდილების, რესურსების და სიახლეების გაზიარების მიზნით. 
  • პროფესიული განვითარება: წვდომა ექსკლუზიურ ტრენინგებზე, სემინარებზე, კონფერენციებსა და საინტერესო კონკურსებზე, რომლებიც მხოლოდ თქვენთვისაა მორგებული. იყავით ინფორმირებული განათლების სისტემის უახლესი რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ. 
  • დასაქმების და სტაჟირების შესაძლებლობები: გაეცანით ვაკანსიებს და ისარგებლეთ სტაჟირებით SANGU-ს პარტნიორ ორგანიზაციებში. გააგრძელეთ სვლა თქვენი საოცნებო კარიერისთვის. 
  • სასკოლო ღონისძიებები: მასწავლებლებისა და მოსწავლეთათვის გაცნობითი ტურებისა და სასწავლო და შემეცნებითი კლუბების ორგანიზება. 
  • სასკოლო თვითმმართველობები: თვითმმართველობებთან თანამშრომლობით ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება.

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა! რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

გაწევრიანდით ფეისბუქ ჯგუფში.

 

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა