მენიუ

ონლაინ შეხვედრა თემაზე: "დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები"

05 Апреля 2021

2021 წლის 31 მარტს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე: "დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები".
ონლაინ შეხვედრა თემაზე: "დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები"

2021 წლის 31 მარტს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე: "დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები". შეხვედრა წარმართა ერეკლე იაშვილმა, რომელსაც კერძო კომპანიებში მენეჯერად მუშაობის და არასამთავრობო ორგანიზაცია ICSU – სტუდენტური პარლამენტის ფარგლებში პროექტების მენეჯერისა და მარკეტერის გამოცდილება აქვს.

ონლაინ შეხვედრაზე ერეკლემ სამსახურისადმი ადეკვატური დამოკიდებულების, ვაკანსიის სწორად შერჩევის, დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოპოვების და სწორი კომუნიკაციის დამყარების შესახებ ისაუბრა. დეტალურად მიმოიხილა გასაუბრების დროს არსებული სიტუაციები და ონლაინ აუდიტორიას პრაქტიკული რჩევები მისცა. ისაუბრა ეგრეთ წოდებული შვიდი წამის ეფექტის შესახებაც, რომელიც პირველად ეფექტს ახდენს და პოტენციური დასაქმებულისადმი დამსაქმებლის დამოკიდებულებას განსაზღვრავს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, ერეკლე იაშვილმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა