პროფესორ-მასწავლებელთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია
28 ივნისს გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია.2021 წლის 28 ივნისს (ორშაბათი), 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. ქვეყანაში არსებული ეპიდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინტერნეტ პლათფორმა „Google Meet“-ის მეშვეობით კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართული უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო და მოწვეულ პერსონალს.
მოხსენების თემატიკა: თავისუფალი.
მოხსენების რეგლამენტი: 20 წუთი (15 წუთი მოხსენება, 5 წუთი კითხვა-პასუხი).
მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალების ელექტრონულ კრებულიში, რისთვისაც კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ 22 ივნისამდე სტატიები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე j.meskhishvili@sangu.edu.ge.
სტატიების მიღების პირობები:
- სტატიას უნდა ახლდეს ინგლისურ ენაზე მოკლე ანოტაცია;
- სქოლიოს ჩათვლით ტექსტის უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 15 გვერდს;
- ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ის ფონტში, ინგლისური Times New Roman-ის ფონტში;
- ძირითადი ტექსტის ზომა 11, სქოლიო 9 ზომა;
- სტრიქონებს შორის დაშორება 1.15;
- გვერდის მინდვრები - მარცხნივ-მარჯვნივ 2 სმ, ზემოთ-ქვემოთ 2.5 სმ.;
- სქოლიო-ბიბლიოგრაფიის მითითების წესი იხილეთ ბმულზე
ელ.ფოსტით სტატიის გადაგზავნისას, სათაურში მიუთითეთ „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია“.
პ.ს. ტექნიკური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სტატია განხილვის გარეშე დაუბრუნდება ავტორს შესასწორებლად.
პ.ს.ს. კონფერენციის ონლაინ რეჟიმში დისტანციურად ჩატარების გამო აუცილებელია, ვიდეო თვალის, მიკროფონისა და ინტერნეტის ქონა.
