მენიუ

პიროვნული და კარიერული განვითარების ონლაინ კვირეული SANGU-ში

22 Ноября 2021

13-17 დეკემბერს SANGU-ში ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პიროვნული და კარიერული განვითარების კვირეული გაიმართება. ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ფორმატში. წინასწარი რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.

13-17 დეკემბერს SANGU-ში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პიროვნული და კარიერული განვითარების ონლაინ კვირეული გაიმართება.

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ შემდეგი საკითხები:

ეფექტური CV-ის შედგენა

  • როგორ განვსაზღვროთ წინასწარ CV-ის სტრუქტურა?
  • რა ძირითად კომპონენტებს უნდა შეიცავდეს CV
  • რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები CV-ის შედგენისას?
  • Linkedin მნიშვნელობა და გამოყენება

დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები

  • რა მეთოდებს იყენებენ დამსაქმებლები კანდიდატის შეარჩევად
  • რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება გასაუბრების დროს
  • თვითპრეზენტაციისა და თავდაჯერებულობის მნიშვნელობა დამსაქმებელთან ურთიერთობისას
  • დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოპოვება და სწორი კომუნიკაციის დამყარება
  • რა ძირითად შეცდომებს უშვებენ დასაქმების მსურველები გასაუბრებისას?

მიზნის მიღწევის ტექნიკები

  • როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად?
  • როგორ ვიყოთ ბაზარზე მოთხოვნადები ჩვენს პროფესიაში?
  • როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს?
  • მოტივაციის როლი მიზნების განხორციელებისას


სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში - 20

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 10 დეკემბერამდე გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა