მენიუ

sangu-მ უამრავ საინტერესო ადამიანთან შეხვედრის და ბევრი მეგობრის შეძენის შესაძლებლობა მომცა

25 Ноября 2021

ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი მემსახურა საქართველოს თავდაცვის ძალებში და როგორც ღირსეული მოქალაქე გამოვდგომოდი ჩემს ქვეყანას. სწორედ ამ ოცნების ახდენაში დამეხმარა SANGU
sangu-მ უამრავ საინტერესო ადამიანთან შეხვედრის და ბევრი მეგობრის შეძენის შესაძლებლობა მომცა

აბიტურიენტობის პერიოდში მეგობრის რჩევით არჩევანი წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტზე გავაკეთე.

SANGU-ში მაღალი დონის ინფრასტრუქტურა და ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული გარემო დამხვდა. უნივერსიტეტმა გარდა ხარისხიანი განათლების მიღებისა, უამრავ საინტერესო ადამიანთან შეხვედრის და ბევრი მეგობრის შეძენის შესაძლებლობა მომცა.

ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი მემსახურა საქართველოს თავდაცვის ძალებში და როგორც ღირსეული მოქალაქე გამოვდგომოდი ჩემს ქვეყანას. სწორედ ამ ოცნების ახდენაში დამეხმარა SANGU.

სწავლის პერიოდში წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა უზრუნველჰყო ჩემი პრაქტიკული ცოდნის გამყარება და რეკომენდაცია გამიწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. სტაჟირების დასრულების შემდგომ უნივერსიტეტის რეკომენდაციით დავსაქმდი ზემოთ აღნიშნულ სამინისტროში.

ყველას გისურვებთ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს, რომელიც შრომისმოყვარეობით, ახალ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილით და სიახლეების ძიებით მიიღწევა.

 

ლევან სარდალიშვილი

კურსდამთავრებული

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა