გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

საახალწლო კონცერტი SANGU-ში

29 Декабря 2021

28 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა საახალწლო საქველმოქმედო კონცერტი.
საახალწლო კონცერტი SANGU-ში

28 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა საახალწლო საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს SANGU-ს სტუდენტებმა და ბენდმა "ჟოლომ".

სტუდენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, პროფესორებმა: ევა გოცირიძემ, თეა გოგოტიშვილმა, დიმიტრი ნადირაშვილმა, კობა გელაშვილმა, ზურაბ ბერიამ და ოთარ მათეშვილმა.

კონცერტი COVID-რეგულაციების დაცვით გაიმართა, ღონისძიების მსვლელობის დროს შეგროვილი თანხა მოხმარდება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფ პაციენტებს.

კონცერტის დასასრულს გაიმართა "SECRET SANTA"-ს საჩუქრების გადაცემის ცერემონია.

 

ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე 

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა