ღია კარის დღეები SANGU-ში
გაიარე წინასწარი რეგისტრაცია და შენი მენტორი სასურველ დროს გიმასპინძლებს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და თქვენი მენტორი სასურველ დროს გიმასპინძლებთ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში.
ღია კარის დღეზე დასწრება შეგიძლიათ როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად 360-იანი ვირტუალური ტურის ფორმატში.
ღია კარის დღეების ფარგლებში თქვენ საშუალება გეძლევათ:
- მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო სასწავლო პროგრამების შესახებ;
- ფიზიკურ ან ვირტუალურ ფორმატში დაათვალიეროთ უნივერსიტეტის აუდიტორიები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
- ამომწურავი პასუხები მიიღოთ ყველა კითხვაზე, რომელიც გაგიჩნდებათ;
- გაიჩინოთ მუდმივი მენტორი SANGU-ში, რომელიც ნებისმიერ დროს მოგაწვდით ინფორმაციას სიახლეების შესახებ.
დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე
