მენიუ

SANGU-ს სტუდენტები საქართველოს დაზვერვის სამსახურს ეწვივნენ

06 Июня 2022

სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია დაზვერვის სამსახურის როლის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ
SANGU-ს სტუდენტები საქართველოს დაზვერვის სამსახურს ეწვივნენ

2022 წლის 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები საქართველოს დაზვერვის სამსახურს ეწვივნენ.

SANGU-ს სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სამსახურის უფროს ბატონ შალვა ლომიძესთან ერთად დასწრებოდნენ შეხვედრას და მიეღოთ ინფორმაცია დაზვერვის სამსახურის როლის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი მადლობას უხდის საქართველოს დაზვერვის სამსახურს შეხვედრის უზრუნველყოფისთვის და SANGU-ს სტუდენტების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა