მენიუ

შეხვედრა GPI holding-ის წარმომადგენლებთან

07 Октября 2022

12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, SANGU-ში გაიმართება შეხვედრა GPI holding-ის წარმომადგენლებთან.

12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, SANGU-ში გაიმართება შეხვედრა GPI holding-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლები ისაუბრებენ ისეთ საინტერესო და აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:

  • როგორ მოვამზადო CV (რეზიუმე)?
  • როგორ მოვძებნო ვაკანსიები და სად მივაგნო დამსაქმებლებს?
  • როგორ მოვემზადო გასაუბრებისთვის?
  • როგორ მოვიქცე დამსაქმებელთან პირველ შეხვედრაზე?
  • როგორ მოვაწონო თავი დამსაქმებელს?

ასევე შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი კომპანიაში არსებული სტაჟირების პროგრამები და ვაკანსიები.
შეხვედრა გაიმართება ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, I კორპუსი, IV სართული.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა