მენიუ

SANGU-მ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა

11 Октября 2022

შეხვედრაზე 21 საუკუნის გამოწვევის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის და მისი ინსტიტუციური ცნობადობის გაზრდის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს
SANGU-მ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა

2022 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროს ლელა ჯანაშვილს და მის პირველ მოადგილეს, ოთარ ჩახუნაშვილს უმასპინძლა.

სამსახურის წარმომადგენლებმა SANGU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩაატარეს პრეზენტაცია, სადაც 21 საუკუნის გამოწვევის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის და მისი ინსტიტუციური ცნობადობის გაზრდის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. დამსწრეთ გაუზიარეს სამუშაო გამოცდილების ათ წლიანი პრაქტიკა და მიაწოდეს საინტერესო ინფორმაცია სამსახურის მისიის, ფუნქცია-მოვალეობების, ახალი და მიმდინარე პროექტების შესახებ.

მომხსენებლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და ამ მიმართულებით ნებისმიერი საკითხის არსებობის შემთხვევაში გამოთქვეს თანადგომის მზაობა.

ინტერაქციული შეხვედრა შეაჯამა SANGU-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

გაზიარება

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა